-
2026-05-12 13:52
აჩიკო ბერიძემ ლეგენდარული „Torna A Surriento“ ახალი ინტერპრეტაციით წარადგინა. იტალიური კომპოზიცია ამჯერად ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებული ემოციით ჟღერს.
სიმღერის ქართული ტექსტის ავტორია ბიჭი ივანიშვილი, ხოლო არანჟირებაზე დავით უგრეხელიძე მუშაობდა. ფონურ ვოკალს კი განსაკუთრებულ ელფერს სძენს ბაბი კირკიტაძე.
მუსიკის ავტორია Ernesto De Curtis, ტექსტი კი ეკუთვნის Giambattista De Curtis-ს — შემოქმედებით დუეტს, რომელმაც მსოფლიო მუსიკას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური მელოდია აჩუქა.
„Torna A Surriento“ აჩიკო ბერიძის შესრულებით ძველი იტალიური კლასიკისა და ქართული მუსიკალური სულის შერწყმად იქცა — სიმღერად, რომელიც მონატრებას, სიყვარულსა და ნოსტალგიას განსაკუთრებული სითბოთი გადმოსცემს.
დღეიდან, სიმღერის მოსმენა შესაძლებელია რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში, ტალღაზე 98.9