გაზეთ „ქრონიკა+“-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა, რომ „ნარუშილოვკის“ გადაცემა ხდებოდა რიგით მოქალაქეებზეც და მაგალითად ალექსანდრე ჭიკაიზე დაასახელა.
ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არასწორია.
"აფხაზთა კრების" ლიდერი მალხაზ პატარაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის მინისტრის დიმა ჯაიანის მხრიდან ტვ "ობიექტივში" მისი მისამართით გამოთქმულ მუქარას პასუხობს.
საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა "მაესტროს" გადაცემაში "ფაქტორი" ამბობს, რომ "სამართლიანობის აღდგენა" არ არსებობს და სამართლიანობა დღეს უნდა დაიცვა. მისივე თქმით, ეს ის ჯინია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ამოუშვა.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ხელისუფლებას ადარებს შეიარაღებულ პირს, რომელიც "ცუდ ბიჭს" თამაშობს და არ გამოსდის, ამიტომ იარაღით სხვას ვერ აზარალებს და ხან ფეხში ირტყამს, ხან კი "ერთ ადგილზე, რომელსაც არ გეტყვით".
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას გათავისუფლების ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროს "ქართული ოცნება" დამარცხდა და ენმ-ს მიერ გატანილ გოლს ორი ავტოგოლით უპასუხა.
რუსეთის ტელეარხ "როსია"-ზე, რომელიც უშუალოდ კრემლის მიერ კონტროლდება, ახალ პროგრამაში "ვესტი.დოკ" გადაცემა მთლიანად მიხეილ სააკაშვილს მიეძღვნა. "სააკაშვილის რვანახევარი ქალი" - ასეთი ირონიული წანამზღვარი გააკეთა გადაცემის წამყვანმა ოლგა სკაბეევამ, რომელმაც სტუდიაში მიწვეული ნინო ბურჯანაძე შემდეგი სიტყვებით წარადგინა: "ლეგენდარული ქართველი პოლიტიკოსი".
გიგი უგულავას სასამართლო პროცესის მოსამართლესთან ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია განცხადებას ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, უკრაინაში და საქართველოში პოლიციის რეფორმის შემოქმედად მიჩნეული ეკა ზღულაძე "ფეისბუქის" მეშვეობით გიგი უგულავას წერილს უგზავნის. "აფხაზეთის ხმა" ამ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
მეოცე საუკუნის 70-80-იანი წლების ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, მაშინდელი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას ხელახალი დაპატიმრება სამარცხვინო იყო, ამასთან, ენმ-ს მიმართავს და ამბობს, რომ პარტიას მხარდამჭერებთან ერთად, უიარაღო წინააღმდეგობა უნდა გაეწია ხელისუფლებისთვის და გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრება არ უნდა დაეშვა.