პარტია “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ალეკო შალამბერიძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ისედაც შეზღუდულ უფლებებს, კიდევ უფრო უკვეცავენ.
"პრაიმტაიმის" პრესკლუბში კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ ია მეტრეველის ბრალდებას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თითქოს მან პატიმარს მეტრეველის მოკვლა დაუკვეთა. ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ ამ ყველაფრის უკან იური ვაზაგაშვილი დგას.
ჟურნალისტი, გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სასჯელაღშრულების სისტემაში არსებულ სიტუაციას აღწერს და წერს, რომ თუ სოზარ სუბარი არ იყო იმის კურსში, სად რა ხდებოდა მის სამინისტროში, „სასწრაფოდ, მეოთხედ უნდა დაწეროს გადადგომის განცხადება“.
ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი აცხადებს, რომ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხელავა მის მკვლელობას უკვეთავდა, ამასთან, მისი თქმით, დიმიტრი დარბაისელი ირაკლი ფირცხალავას "შვილობილია", ვისი მეშვეობითაც ძველი გარემოცვა ციხეებს აკონტროლებს.
2008 წლის 1 ნოემბერს, ლონდონში, ბარლინგტონის სასახლეში, დიდი ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიაში გამართულ ფესტოსის დისკის აღმოჩენიდან 100 წლის იუბილეზე, ქართველმა მეცნიერმა, მათემატიკოსმა გიორგი კვაშილავამ გაამყარა დოქტორ ჰ. ძებიშის და სხვა გამოჩენილ მეცნიერთა ჰიპოთეზა.
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას წინადადებაზე პირველ კომენტარს აკეთებს, ასევე პასუხობს შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა საფრთხე საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან.
რაინდი, მილიონერი და ქველმოქმედი ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება პროგრამის ნაწილია, რომელიც ერის დეგრადაციას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ამ კანონს ცოტა ხნით მიაჩუმათებენ, რათა აჩვენონ, რომ თითქოს არაფერი ხდება და ამით მისი მოწინააღმდეგეების დისკრედიტაცია მოახდინონ.
პროფესორმა დოდონა კიზირიამ 1956 წლის 9 მარტი და მასთან დაკავშირებული ეპიზოდები გაიხსენა - ის, რაც მას თავად ახსოვს და რისი თვითმხილველიც თავად გახდა. დოდონა კიზირიამ მოგონება "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
1991-92 წლებში საქართველოში მომხდარი შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების ერთე-რთი ორგანიზატორი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი 17 მაისს, ლოცვითი მსვლელობის დროს რუსთაველის გამზირზე მივიდა და განაცხადა, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს, რადგან მან "გომოსექსუალების დასაცავი უსუსური კანონი" მიიღო.
„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი ეკა ბესელიას სატელევიზიო გამოსვლას ეხმიანება, ჟურნალისტებს თხოვს, მიაქციონ ყურადღება დეპუტატის წამოცდენას და ეკა ბესელიას მატყუარას უწოდებს.