თვალსაზრისი

სერგი კაპანაძე: აფხაზეთში ყირიმის სცენარის გათამაშება რუსეთისთვის მარტივი არ იქნება, თუმცა, შეეცდება

არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთერთი დამფუძნებელი სერგი კაპანაძე აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას აანალიზებს და წერს, რომ საქართველო განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს ოკუპანტი რუსეთის პოზიციას. სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის არ იქნება მარტივი აფხაზეთში ყირიმის სცენარის გათამაშება, მაგრამ ფაქტია, რომ ის ამას შეეცდება.

>>>

შაშკინი: ინგლისურის 1.500 მასწავლებლიდან საქართველოში 67 დარჩა

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი წერს, რომ განათლების სისტემაში მავნებლობის ზეიმი გრძელდება. ამ დასკვნას შაშკინი განათლების სამინისტროს ოფიციალური ანგარიშიდან გამომდინარე აკეთებს.

>>>

გია ვოლსკი დეპუტატზე თავდამსხმელების შესახებ: "არ არის ეს უბრალო ოჯახი, ინტელექტუალების ოჯახია..." (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი "ლიტერატურულ კაფეში" ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და თავდასხმაში ეჭვმიტანილების ხელწერილით გათავისუფლებაში მოულოდნელს ვერაფერს ხედავს.

>>>

მეუფე გრიგოლი: „შეუთავსებელია, დამოუკიდებლობა გიხაროდეს და რუსული დროშით ჩრდილოეთისკენ იმზირებოდე“

ხობის სამონასტრო კომპლექსში, სადაც სპეციალურად ამ კომპლექსისთვის საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწერილი ხატი დააბრძანეს, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა იქადაგა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც ისაუბრა.

>>>

გია ნოდია: „ქოცები“ გრძნობენ „ნაციონალების“ ინტელექტუალურ უპირატესობას“

პოლიტოლოგი გია ნოდია „სამარცხვინოს“ უწოდებს ახალი მთავრობის რეაქციას უკრაინაში წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა შესაძლო დანიშვნის შესახებ. მისი თქმით, „ქოცები“ გრძნობენ „ნაციონალების“ ინტელექტუალურ უპირატესობას მათზე.

>>>

ვენის უნივერსიტეტის პროფესორის იდეა: „მრავალჟამიერი“ „შალახოს“ ნაცვლად - სრულიად ევროპისთვის (ვიდეო)

ვენის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, რამდენიმე ცნობილი სიმღერის ავტორმა დავით გაჩეჩილაძემ ექსკლუზიურად „აფხაზეთის ხმისთვის“ წერილი-იდეა მოამზადა: „მრავალჟამიერი“ „შალახოს“ ნაცვლად. ამ იდეის აღწერას თავად მის წერილში და თანდართულ ვიდეოში გაეცნობით.

>>>

„ოცნების“ ზუგდიდელი მხარდამჭერი პოლიტიკური არჩევანის გამო ბოდიშს იხდის: „ისინი „ბაგაჟნიკში“ ჩასმით მემუქრებოდნენ“

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ნიკნეიმით „თავისუფალი ზუგდიდი“ ცნობილი პირი, რომელიც 2012 წლიდან აქტიურად უჭერდა მხარს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და ცალკეულ პირებთან ქსელში დებატობდა, ვინაობას ასახელებს და აცხადებს, რომ საკუთარ პოლიტიკურ არჩევანში შეცდა.

>>>

„მღეროდა ქალბატონი დოდო და ესენი ქვითინებდნენ“ - გოგი გვახარია „მხედრონისგან“ აწიოკებულ სამეგრელოს სოფლებში ყოფნას იხსენებს

კინომცოდნე გოგი გვახარია „რადიო „თავისუფლების“ ვებ-გვერდზე ბლოგ-ტექსტს „სამართლიანობის აღდგენა სერვანტესის, ვოლტერის, ვაჟას წიგნებზე“ აქვეყნებს და 27 მაისს „ლიტერატურულ კაფეში“ მომხდარ თავდასხმას ეხმიანება.

>>>

ოთარ ჭილაძე: "ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის"

ამონარიდი ოთარ ჭილაძის მოსაზრებიდან რუსეთსა და საქართველოს შორის ისტორიული ურთიერთობის შესახებ, რომელიც აანალიზებს, სინამდვილეში როგორი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთს საქართველოს მიმართ.

>>>

ელისო კილაძე - ლადო ბედუკაძეს: "შენი ადგილი გლდანის ციხის საქათმეშია, უკანასკნელი ნაძირალა ხარ!"

ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე "ციხის კადრების" ავტორს ვლადიმირ ბედუკაძეს მიმართავს, მას "უკანასკნელ ნაძირალას" უწოდებს და წერს, რომ გაზეტში გამოაქვეყნებს ყველაფერს, რაც ბედუკაძეზე იცის, მათ შორის, პატარკაციშვილის შტაბიდან მითვისებულ ფულზეც.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !