საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის აზრით, საზოგადოებისთვის არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, საით წავა და ვის ხელში აღმოჩნდება "რუსთავი-2".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი სამეგრელოს რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და შსს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა, რომელიც მოქმედი ხელისუფლების პიობებში რამდენჯერმე დააკავეს, თუმცა, ბრალი ვერ დაუმტკიცეს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მკაცრად დაისჯებოდნენ სამეგრელოს სამალავების მომწყობი და იქ ადამიანთა წამებაში მონაწილე პირები, მას რომ რაიმე სცოდნოდა ამის შესახებ მანამ, სანამ კადრები გავრცელდებოდა. ამასთან, გუნავა აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.
მოხალისეთა ბატალიონ "დონბასის" მეთაური, ამჟამად უკრაინაში, ანტიტერორისტულ ზონაში მყოფი დავით მარტიაშვილი თითქოსდა უკრაინულ საიტზე "კასრების ვიდეოს" გავრცელებას ეხმიანება და ხელისუფლებას მიმართავს. მარტიაშვილის თქმით, საერთაშორისო არენაზე ხელისუფლება ვერავის დააჯერებს, რომ კადრების ატვირთვაში მათი ხელი არ ურევია.
ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი "რუსთავი-2"-ის დასაცავად მისი მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე წერს და აღნიშნავს, რომ არასდროს უთქვამს არაფერი იმის გათვალისწინებით, ვინ რას იტყოდა მასზე.
ფრაგმენტი გადაცემიდან "არჩევანი", რომელშიც "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტები, პოლტიკოსები და სხვა პირები მონაწილეობენ. გადაცემაში "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო პროცესს განიხილავენ.
"ფეისბუქის" მომხმარებელი კიაზო ბერიაშვილი საქართველოში ჰააგის პროკურორის ჩამოსვლასთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიას წერს და მიიჩნევს, რომ მისი ჩამოსვლა და მასალების შესაკრებად მუშაობა სწორედ ახლა, ამ პერიოდში, იმის მიმანიშნებელია, რომ ბიძინა ივანიშვილის მტკიცებას - "საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ" ევროპა საფუძველს აცლის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქზე" ეხმიანება ე.წ. კასრის ვიდეოების გავრცელების შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს და 2012 წელს გავრცელებული "ციხის კადრების" მთავარ ინიციატორს, დამდგმელსა და შემსრულებელს ვლადიმირ ბედუკაძეს ირონიულ კონტექსტში მოიხსენიებს.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "რუსთავი-2"-ის კუთვნილებაზე მოდავე ქიბარ ხალვაშს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პასუხობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, "ბოზური საქციელი" არასდროს ჩაუდენია და არც ჩაიდენს. ამის შესახებ მან "ახალ ვერსიასთან" საუბარში განაცხადა.
ექსპერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით ,,ნაციონალური მოძრაობა“ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ხელოვნურ დახურვას და ამით საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას აპირებს. ამის შესახებ არეშიძემ ,,პრაიმ ტაიმის“ პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.