მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ ისინი ამ ხელისუფლების მტრები კი არა, მოყვრები არიან და ცდილობენ ხმა მიაწვდინონ პირველ პირებს, რომლებმაც არ იციან, რა ხდება ქვედა ეშელონებში, "ზოგი კი ამას ისე კერავს, თითქოს ჩვენ ამ ხელისუფლებასაც ვუპირისპირდებით".
ირაკლი ბათიაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მისივე თქმით, ეს ყოველთვის ასე იყო. დასტურად მას „რუსთავი-2“-ის ადრინდელი სიუჟეტები მოჰყავს.
ირაკლი ბათიაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილის არჩევა პრეზიდენტად შეცდომა იყო, რადგან ამის გარეშე მარგველაშვილს პრეზიდენტობაზე პრეტენზია არ ექნებოდა, ახლა კი დაიჯერა, „რომ ის ქვეყნის პრეზიდენტია“.
მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" წამყვანს ეკა კვესიტაძეს "ფეისბუქის" საშუალებით მიმართა და გადაცემასთან დაკავშირებით გამოეხმაურა, ჟურნალისტმა მას ამავე ფორმით უპასუხა.
,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ორწლიანი ყოფნის შემდგომ სულ უფრო თვალშისაცემია ის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ეფლობა საქართველო. სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო,”- აცხადებს საფრანგეთში მცხოვრები პოლიტოლოგი და ისტორიკოსი გიორგი მამულია ,,აქცენტთან“ საუბრისას.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი პენიტენციურ სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კადრები, რომლებიც „განსხვავებულ აქცენტებში“ ეკა კვესიტაძემ გამოიყენა, youtube-ზე 2012 წლის მარტსა და აგვისტოშია ატვირთული.
ზურაბ ჭიაბერაშვილი აქვეყნებს სტატუსს, სადაც სანდრა რულოვსისა და მზია წერეთლისთვის ქონების დაყადაღების საკითხსა ამასთან დაკავშირებით გამოხმაურებებს ეხმიანება.
უფლებადამცველი კოტე ინაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის მიზნით, "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 სექტემბერს მოსახლეობას მიმართა და თქვა: