ილო ნიკოლაიშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ საბჭოთა პერიოდის, უკან დაბრუნებული ბოლშევიკური ელიტა რომ არა, დღეს ან თავისუფალი ვიქნებოდით, ან გვექნებოდა რუსეთის მონობისგან სამუდამოდ თავის დაღწევის მტკიცე ნება, ამიტომ, ბოლშევიკური ელიტა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
ირინა სარიშვილი „ფეისბუქზე“ ეხმიანება ივანიშვილის რეზიდენციასთან პლაკატის „პანორამა არა, *ლე“ ავტორისა და მისი მხარდამჭერების დაკავებას.
"რეაქციის" ეთერში, ქართველი ჟურნალისტების მიერ ე.წ საზღვართან გამართული აქცია დადებითად შეაფასა დავით ბერძენიშვილმა. მან ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა.
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას და ვითარების ადგილზე გაცნობას აპირებს–ამის შესახებ მან თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ოლიმპიური ცეცხლი აანთეს. მანვე განაცხადა, რომ ჟურნალისტები, რომლებიც საოკუპაციო ზოლთან ჩავიდნენ, ჩვენი ქვეყნის ბედზე შეწუხებული მოქალაქეები არიან.
ხურვალეთში მცხოვრები მოსახლეობის რეპლიკაზე: "მეშვიდე დღეა, მთავრობიდან აქ არავინ გვინახავს დღევანდლამდე", პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ "მეშვიდე დღე კი არა, მეშვიდე წელია, ეს ხდება და დიდება უფალს, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ხელისუფლების სათავეში.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ წითელუბანში მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ. მათ „ფრეშ ნიუსმა“ ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევის შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასებინა.
„სახალხო ფრონტის“ ყოფილი ლიდერი ნოდარ ნათაძე წერს, რომ ზვიად გამსახურდია არაფერს იშურებდა საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და გადაწყვეტილების მიღების უნარი ჰქონდა.
ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს ეხმიანება ცნობილი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე, რომელიც ჟურნალისტებს სთხოვს, მთავრობას გააგებინონ, რომ თუ ასე გაგრძელდება, "მალე თბილისში დაგვიჯდებიან რუსები". "კვირის პალიტრასთან" საუბარში მომღერალი ამბობს:
ჟურნალისტების მიერ საოკუპაციო ზოლთან მოწყობილ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. "ვექტორთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ ეს აქცია "გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის" მიერ იყო ანგაჟირებული.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი "ვექტორთან" საუბარში ამბობს, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატური იყო, ხოლო ჟურნალისტების აქციაზე საოკუპაციო ზოლთან, ძირითადად, ნაციონალების მხარდამჭერები იყვნენ.