ვანო მერაბიშვილმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში რაბათის ციხის შესახებ
საგანგებო ბრიფინგი გამართა:
"პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დღევანდელმა ხელისუფლებამ
საზოგადოებისთვის გაუგებარი მიზეზების გამო დაიწყო ბრძოლა რაბათის
ციხის წინააღმდეგ, თავდაპირველად 165-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური,
დარჩენილ პერსონალს კი დაუკლეს ხელფასი, დაკითხეს რიგი ადმაიანებისა და
საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიცვალოს რაბათის ციხის იერსახე,
გამოითქვა პრეტენზიები იმის შესახებ, რომ მთავრობა ციხისთვის ძველი
იერსახის აღსადგენად იბრძვის. ამ თვეების განმავლობაში ეს კომპლექსი იქცა
ახალციხის მოსახლეობისა და ამ რეგიონის ისტორიულ სახედ. მშენებლობის
შემდეგ გაიზარდა ადამიანების მიმოსვლა, მოვუწოდებ ახალ ხელისუფლებას,
თუ გნებავთ ვთხოვ, შეწყდეს ბრძოლა რაბათის წინააღმდეგ", - განაცხადა
მერაბიშვილმა. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება რაბათის ციხის წინააღმდეგ
ბრძოლას არ შეწყვეტს, თავად ჩამოაყალიბებს შესაბამის მოძრაობას და
იბრძოლებს ციხის გადასარჩენად:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი მზად არის გვერდზე გადადოს ვიწრო პარტიული ინტერესები და ითანამშრომლოს მმართველ გუნდთან ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
ვანო მერაბიშვილის განმარტებით, გამორიცხული არ არის, რომ ჯავახეთში სეპარატისტული მოძრაობა გაძლიერდეს და სიტუაცია დაიძაბოს. მერაბიშვილის თქმით, ამაზე ახალქალაქის საკრებულოს მიმართვა მიუთითებს, რომლითაც დეპუტატები პარლამენტისგან რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის რატიფიკაციას მოითხოვს.
`ჩვენ 9 წლის განმავლობაში ვაკეთებდით იმას, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარიყო. დავით რასტაკიანი, რომელიც წინა საკრებულოს წევრი იყო, ამ საკითხის დაყენებას მუდმივად ცდილობდა, ამიტომ, ბოლო არჩევნებზე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რასტაკიანი და მისი მსგავსი რადიკალები საკრებულოში არ მოხვედრილიყვნენ,`განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და დასძინა, რომ ახლა `ქართულ ოცნებაში` შემავალმა პარტიებმა საკითხის პროვოცირება მოახდინეს.