სიტუაცია, რაც ახლაა დღისით-მზისით, რუსული სპეცსამსახურების მიერ არეულ ლუგანსკში, საქართველოსთვის უცხო არ არის.
7 მაისს სამტრედია-ქუთაისის ავტომაგისტრალზე „მერსედესი“, რომელიც სავარაუდოდ, გადამეტებული სიჩქარით მოძრაობდა, გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და აფეთქდა. ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ვინ იჯდა მანქანაში და რამ გამოიწვია ავარია, ამის შესახებ "კვირის პალიტრა" წერს.
კაფე „გალერის“ მენეჯერი ვიოლეტა ყოლბაია „ფეისბუქის“ მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კაფეში დღეს მისული პოლიციელები მათგან კაფეს სტუმარი ლგბტ პირების შესახებ პირადი ინფორმაციის გაცემას ითხოვდნენ.
„სი-ტი პარკი“ ავტომფლობელებს ახალ SMS სერვის სთავაზობს. დღეიდან მძოღლებს კომპანიის ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და SMS ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, 12-19 მაისს საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული აღინიშნება.
,,11 მაისს, სადღაც 10:30 წუთზე, გეგეშიძის ბაღში ვინც თავის 3–4 წლის ბიჭი(წითელი შარვლით და წითელ ქოლგიანი ველოსიპედით)ძიძასთან ერთად სასეირნოდ გაუშვა, მინდა ვუთხრა, ძიძამ სასტიკად ცემა საწყალი ბავშვი,რომ მივედი პასუხის მოსათხოვად, გაიქცა ბავშვიანად...“- ამის შესახებ ,,ფეისბუქის“ მომხმარებელი სალომე ივანიშვილი საკუთარ გვერდზე წერს.
რუსთავი 2“-ის გენდირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი კი გიორგი ლაფერაშვილი იქნება ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
,,რუსთავი 2“-ის შუადღის გადაცემა ერთ-ერთმა წამყვანმა დიმიტრი ობოლაძემ ნინო შუბლაძის ტელეკომპანიიდან წასვლის თემით და ზოგადად ,,რუსთავი 2“-ის ირგვლივ სოციალურ ქსელში გავრცელებული გამოხმაურებებით დაიწყო:
ტრადიციული ინტერვიუები ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ,,ასავალ-დასავალში“ მისივე სურვილით აღარ იბეჭდება.
ნინო შუბლაძის ტელეკომპანიიდან წასვლა ფარულ აუდიო-ვიდეო მოსმენებთან კავშირში არ არის, ასევე არ უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არხი ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილთან თანამშრომლობას იწყებს- ამის შესახებ რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ,,ნეტგაზეთთან“ აცხადებს.