18 მაისს, დილის 10 საათიდან პუშკინის სკვერში ინსტალაცია "უხილავების პროტესტი" დაიწყო. "ლიბერალი", რომელმაც შემთხვევის ადგილიდან რეპორტაჟი მოამზადა და ფოტო გამოაქვეყნა, წერს, რომ სკვერში 100 წყვილი ფეხსაცმელია გამოგენილი, ხოლო იქვე გამოკრულია კონცეპტი.
სტიქიური უბედურების ზონაში დაშავებული ორი მოქალაქე, რომელტაც მოტეხილობა აღენიშნებოდათ, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ელდარ შენგელაიას უკვდავი „ცისფერი მთები" სექციაში „Cannes Classics 2014" საგანგებოდ იქნება ნაჩვენები, როგორც ქართული კინემატოგრაფის შედევრი. ჩვენება კანში 18 მაისს გაიმართება.
დარიალის ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა გზის გაწმენდისა და სამაშველო სამუშაოები, შედეგად, სამშვიდობოს გამოყვანილია 164 მოქალაქე, მათ შორის, თურქეთისა და რუსეთის მოქალაქეები.
ქართველ ინტერნეტმომხმარებლებში პოპულარულია ვიდეოპორტალ "იუთუბზე" ატვირთული ვიდეო, სადაც სამი ბიჭუნა ლექსს კითხულობს.
17 მაისს დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად არიან თუ არა დაღუპულები, ჯერჯერობით, ოფიციალური არხებით არ გამოცხადებულა. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, მთის მასივის ქვეშ მოექცნენ ტრაილერები, რომლებიც მეწყრის ჩამოწოლილის დროს გადაადგილდებოდნენ.
დარიალის ხეობაში შსს-ს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დამეწყრილი მონაკვეთიდან 7 უცხოელი მძღოლი ამოიყვანეს, რომლებიც მთის მასივის ჩამოშლის თვითმხილველი თავად გახდნენ და სტიქიური უბედურების დროს ტრაილერებში იმყოფებოდნენ.
42 წლის ასაკში ცნობილი ჟურნალისტი გუგა კვიტაშვილი გარდაიცვალა. - ინფორმაციას „რეპორტიორი“ ავრცელებს. გუგა კვიტაშვილი უკურნებელი სენით იყო დაავადებული.
ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს ზუგდიდში. მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე ცეცხლი სახლს გაუჩნდა, რომელიც 50 წლის მამაკაცს ეკუთვნოდა.
კოჯრისკენ მიმავალ გზაზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.