„ბავშვის დაღუპვის ამბავი რომ მითხრეს, დაამატეს სასახლე თუ არ გაქვთ ,,კარდონის'' ყუთში ჩაგიდებთო“ - ამ სიტყვებს სოციალური ქსელის მომხმარებელ გიორგი კეთილაძე წერს, სადაც სრულად ყვება თუ როგორ დაიღუპა მისი მცირეწლოვანი შვილი ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაში - „ბავშვების სასაკლაოზე“.
საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებს ახალი სამხედრო ფორმები ექნებათ. შესაბამისი ტენდერის გამოცხადების შესახებ განცხადება თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე უკვე განთავსებულია.
სახალხო დამცველის პარლამენტისადმი ანგარიშში აღწერილია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარი ადამიანის უფლებათა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტი.
საქართველოში უკვე დაფიქსირებულია ვირუსული მენინგიტის 160-ზე მეტი შემთხვევა. ყოველდღიურად კლინიკებში ათეულობით ბავშვი მიჰყავთ, ვირუსის გავრცელებამ განსაკუთრებული მასშტაბები თბილისში მიიღო.
მხოლოდ ამ თვეში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის ორი შემთხვევა მოხდა. ბოლო სამ თვეში ძალადობას 13 ქალი ემსხვერპლა. ამ ძალადობათ უმრავლესობა მკვლელობაა, რომლებიც ქმრებმა ან ყოფილმა ქმრებმა ჩაიდინეს.
მამაკაცი, რომელმაც 30 წლის რუსუდან ბერიძე - ცოლი, რომელიც 8 შვილის დედა გახლდათ და მეცხრეზე იყო ორსულად, სოფლის ცენტრში ჩამომხრჩვალი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გულისხმობს იმას, რომ დედაქალაქის ნებისმიერ უბანში, თბილისელებისთვის მიწოდებული სასმელი წყალი ერთნაირად ხარისხიანია.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაცის, რომ დღის განმავლობაში ონკანის წყლის მიღება სახიფათოა, რადგან იგი დაბინძურდა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ არ ადასტურებენ.
მენინგიტი ტვინის გარსების ანთებაა, მკურნალობის გარეშე დაავადება ლეტალურად მთავრდება 4-5 დღეში, თუმცა ადკვატური მკურნალობის დროსაც კი ლეტალობა მაღალია (50%).
საქართველოში "ყირიმ-კონგოს ცხელებით" ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 34 და 37 წლის ქალბატონები არიან.