საზოგადოება

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსული ბოევიკების მოქმედებები კიდევ ერთხელ დაგმეს

რამდენიმე ქვეყნის დიპლომატმა დაგმო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსული ბოევიკების მოქმედებები. ეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხდა, რომელიც ნიუ-ორკში დასრულდა-წერს რადიო თავისუფლება.

>>>

დიმიტრი შაშკინი გარდაბანში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება

გუშინ გარდაბანში ბოლო 11 წლის მანძილზე პირველად მოხდა დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე. რეფორმატორთა კლუბი მოუწოდებს ხელისუფლებას მკაცრად და დროულად მოახდინოს რეაგირება ამ საზარელ ფაქტზე.

>>>

აბიტურიენტები სასკოლო გამოცდების ხარვეზებზე საუბრობენ და დამკვირვებლების დაშვებას ითხოვენ

საჯარო სკოლების ის მოსწავლეები, რომლებიც საატესტატო გამოცდებს აბარებენ, ტესტების ხარვეზებზე კონკრეტულად საუბრობენ და განათლების სამინისტროს მიმართავენ. ისინი ტესტებში არსებული ხარვეზების გასწორებასა და გამოცდებზე პროფესიონალი, მიუკერძოებელი დამკვირვებლების დაშვებას ითხოვენ.

>>>

მეუფე გრიგოლი: „შეუთავსებელია, დამოუკიდებლობა გიხაროდეს და რუსული დროშით ჩრდილოეთისკენ იმზირებოდე“

ხობის სამონასტრო კომპლექსში, სადაც სპეციალურად ამ კომპლექსისთვის საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწერილი ხატი დააბრძანეს, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა იქადაგა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც ისაუბრა.

>>>

გიორგი გაბუნია "ნაციონალების" წარდგენისას: "ვისაც თავი აქვს მთელი, ყველა სტუდიაშია..."

გადაცემა "პოზიციის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 27 მაისის "არჩევანში", სადაც საეთერო დრო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარდგენას დაეთმო, მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები საკმაოდ ორიგინალურად წარადგინა.

>>>

რეზო ამაშუკელი მამა-შვილ გაბაშვილებსა და აკაკი მინაშვილს ემუქრება: "ამათ არ ახლოთ ხელი, მე დამიტოვეთ..." (ვიდეო)

პოეტი რეზო ამაშუკელი "ასავალ-დასავალის" მიერ "ფეისბუქში" გავრცელებულ ვიდეოში პავლე ინგოროყვასა და რევაზ თაბუკაშვილის სადღეგრძელოს სვამს და "ლიტერატურულ კაფეში" მომხდარ ინციდენტსაც ეხმიანება, აცხადებს რა, რომ "უარესი მოხდება", ხოლო "ნაციონალებს" მოუწოდებს "სახლში დაეტიონ".

>>>

კვერცხები - ამჯერად ევრაზიული არჩევანისთვის

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" მხარდამჭერებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კონტრაქციის მონაწილეებმა "ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლებს კვერცხები დაუშინეს.

>>>

მანანა კობახიძე: "იქნებ, დედა შეაგინა ჭიაბერაშვილმა..."

"რა მოხდა კონკრეტულად, არ ვიცი, იქნებ, დედა შეაგინა ჭიაბერაშვილმა...", - ასე გამოეხმაურა "ლიტერატურულ კაფეში" დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილზე მომხდარ თავდასხმას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე "პირველ რადიოსთან" საუბრისას.

>>>

დალის მეუღლე გალა - "მე მას ვრთავ ნებას, ჰყავდეს საყვარლები, ეს აღმაგზნებს..."

30 წლის წინ გარდაიცვალა სამყაროს ერთი ყველაზე უფრო იდუმალებით მოცული ქალბატონი, გენიალური მხატვრის - სალვადორ დალის მეუღლე - გალა დალი, იგივე ელენა დიაკონოვა. ეს იყო ქალი, რომელიც იწვევდა მამაკაცებში ზღვარდაუდებელ ვნებას, არ ცნობდა ერთგულებას, ვერ ჰგუობდა საზღვრებს სხეულებრივ განცხრომაში და არ იცოდა, რა იყო სირცხვილი.

>>>

თენგიზ კიტოვანი იარაღის ტარების უფლების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს

უახლოეს ხანში, შესაძლოა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს, რათა მას და „რამდენიმე ადამიანს“ მისი ჯგუფიდან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება დართოს.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !