თბილისში კაიროს ქუჩაზე 60 წლის კაცმა მცირეწლოვანი ბავშვი გააუპატიურა. როგორც მეზობლები აცხადებენ, მამაკაცი ბავშვს ფულს სჩუქნიდა და ასე ცდილობდა ბავშვის გულის მოგებას.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შინაარსობრივად ლოგო (ან ლოგოს ესკიზი) უნდა ასახავდეს მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობის სპეციფიკას, უნდა იყოს ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი და პოზიტიური.
ვერძი
ახალი საქმეების წამოწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან. მეტი დრო დაუთმეთ დეტალების შესწავლას. კოლეგების შესრჩევას.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში მოქალაქე გიორგი ცომაია ისე ცემეს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორმა იმის შიშით, რომ დაკავებული არ გარდაცვლილიყო, უარი განაცხადა გიორგი ცომაიას მიღებაზე.
თბილისის ზოოპარკს პოპულარული ვირი „თებრო“ ჰყავს. ცხოველმა უკვე ითამაშა რამდენიმე როლი დოკუმენტურ ფილმში, თეატრში და სხვა წარმოდგენებში. თებრომ დონ კიხოტის „სანჩო პანსას“ ვირის როლიც მოირგო.
ყადორის ციხეზე რუსული დროშა აღარ ფრიალებს, დროშა ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სავარაუდოდ, ქართველმა მესაზღვრეებმა ჩამოხსნეს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევვით, გამოკითხულთა 29% თვლის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა, ხოლო 10% ფიქრობს, რომ შემცირდა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 26%-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო 55%-სთვის - მნიშვნელოვანი.
საქველმოქმედო ორგანიზაცია Wehelp.ge-ს ანგარიშზე „ყინულიანი წყლის გადასხმის აქციის“ დაწყებიდან დღემდე 100 000 ლარი შევიდა. „ლიბერალთან“ საუბრისას Wehelp.ge-ს თანადამფუძნებელმა, ბორის კიკნაძემ აღნიშნა, რომ აქციის დაწყებამდე ფონდში შენატანი ძალიან მცირე იყო, თუმცა შემდეგ როგორც ორგანიზაციის ცნობადობა, ასევე მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73%-ს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, ხოლო 17%-ს მოსწონს.