როგორც „ალია“ წერს, მთავრობის სხდომაზე დაბარებული დავით ნარმანია ყველანაირად ცდილობდა თავის მართლებას, ჯოკია ბოდოკია არც ჩემი კლასელია, არც თანასოფლელი, არც მეგობარი და არც ჩემი ძმა გახლავთ მისი ადვოკატიო.
თბილისის მერიის მაღალჩინოსნის, ჯოკია ბოდოკიას ქრთამზე დაკავების შემდეგ, მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ დედაქალაქის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნების ნასამართლობაზე ალაპარაკდა.
იმის შესახებ, რომ გალის აფხაზური ადმინისტრაცია გალის ქართულ სკოლებში მეგრული "დედაენის" შეტანას აპირებდა, ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. დღეს ახალგაზრდა ინტელექტუალების ვებგვერდი "ლაზარე" ექსკლუზიურად აქვეყნებს წიგნის ფოტოებს.
ვოლგოგრადთან, კარპოვის წყალსაცავის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ Су-24МР-ში მჯდარი ორი პილოტის ცხედრები ნაპოვნია. მათგან ერთი, ვიცე-პოლკოვნიკი იგორ კუკარცევი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში და ჩეჩნეთის ორივე სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობდა, მიღებული აქვს ჯილდოები.
(შენიშვნა: ვიდეო+16) ინტერნეტსივრცეში პოპულარულია ვიდეო, რომელიც რუსეთის ერთერთ ქალაქში, დღისით, საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდანაა გადაღებული.
აფხაზურ ფორუმებზე პოპულარულია ვიდეორგოლი, რომელიც აფხაზეთში საომარი დაპირისპირების ეპიზოდს ასახვს და სადაც შეიარაღებული პირები, სავარაუდოდ, ქართველები, საშუალო ასაკს გადაცილებულ მამაკაცს მისსავე ეზოში კლავენ.
წელს ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ ზურაბ ჟვანიას მიერ დაარსებული „წინანდლის პრემია“ აღადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, „სამსუნგი“ მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ინტერნეტში ჩართული ტელევიზორები ადვილად ისმინება და ურჩევს მნიშვნელოვან თემებზე ტელევიზორთან საუბრისგან თავი შეიკავონ.
პოლიციელის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სუროგაციის ცენტრის - NEW LIFE - მსოფლიო ქსელის დამფუძნებელს მარიამ კუკუნაშვილს დაუპირისპირდა. აღნიშნულის მიზეზი, როგორც მოგვიანებით თავად მან განაცხადა, მისთვის არასწორად მიწოდებული ინფორმაცია გახდა.
ამ წუთებში საპროტესტო აქცია დაიწყეს ქუთაისში ავტოავარიის დროს გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ავარიის დეტალების გამოძიება სწორი კუთხით არ მიმდინარეობს.