საზოგადოება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკანონა

BBC იტყობინება, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს ერთნაირსქესიანი ქორწინების ლეგალური უფლება ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე დაკანონდა. 

>>>

„რაც უფრო მალე გაფუჭდება, მით უკეთესი“ - როგორ დაასრულეს ტროტუარის შეკეთება აღმაშენებელზე (ვიდეო)

„რაც უფრო მალე გაფუჭდება, მით უკეთესია ჩვენთვის, ხელახლა იქნება გასაკეთებელი და გადაგვიხდიან“, - როგორც აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრები ქალი ამბობს, სწორედ ასე უპასუხეს პრეტენზიებს კომპანიის თანამშრომლებმა, რომლებმაც მერიის დაკვეთილი სამუშაოები დაასრულეს. 

>>>

"ქართული მანჰეტენი ვერეზე" - რა ჩაიფიქრეს მშენებელთა ასოციაციამ და ბიზნესპალატამ?

საქართველოს ბიზნესპალატის ხელმძღვანელი, ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ მდინარე ვერემ ნგრევა დაამთავრა და ახლა უნდა დაიწყოს მშენებლობა. საერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ და საქართველოს ბიზნესპალატამ შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობაში ქართული მანჰეტენის მოწყობას გულისხმობს.

>>>

ბათუმში "ერმაკოვის ბუდკები" აიღეს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ განთავსებული ე.წ. ერმაკოვის ბუდკები, რომლებიც სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტგამოცემებში კრიტიკის საფუძველი გახდა, გვიან ღამით აიღეს.

>>>

სოჭში წვიმის შემდეგ მეწყერს პროგნოზირებენ, ციკლონი კი მოსკოვისკენ დაიძრა

წვიმის შემდეგ სპეციალისტები სოჭში მეწყრული პროცესების განვითარებას ვარაუდობენ და ამის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ.

>>>

სოჭში პირველი მსხვერპლია: მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სოჭსი დაწყებული წყალდიდობის შედეგად პირველი მსხვერპლის შესახებ იუწყება "ინტერფაქსი" - გამოცემის ცნობით, სამაშველო ოპერაციის დროს 40-45 მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 

>>>

ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იქნება ალტერნატიული გზები. - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. 

>>>

სოჭში დაწყებული წყალდიდობა საქართველოს გადმოსწვდა: ლესელიძეში პანიკაა

სოჭში დაწყებული წყალდიდობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასაც გადმოსწვდა: დაბა ლესელიძეში პანიკაა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, დასახლებაში "სახლები, მანქანები და ადამიანები დაცურავენ".

>>>

შსს გენისპექციამ biletebi.ge-ს მფლობელის საკითხზე მოკვლევა დაიწყო

შსს გენისპექციამ biletebi.ge-ის მფლობელის საკითხზე მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან შს მინისტრმა ვახტანგ გომელურმა განაცხადა. 

>>>

ზუგდიდში მეხმა ქვესადგური დააზიანა, 6 ათასამდე აბონენტს დენი არ მიეწოდება

ზუგდიდში 6 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, დენის გათიშვის მიზეზი საჯვაროს ქვესადგურზე მეხის დაცემა გახდა. ადგილზე გასულია საგანგებო ჯგუფი და ამ დროისთვის ქვესადგურის დაზიანებული დანადგარის შეკეთება მიმდინარეობს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?