კიევში ახალი საპატრულო პოლიციის გასვლა ქუჩებში ისევ აქტუალური განხილვის თემაა უკრაინულ ფორუმებსა და ვიდეოპორტალებზე. იმდენადაც კი, რომ სახალისო ვიდეორგოლებსაც ქმნიან და ავრცელებენ.
კიევის ახალი პატრულ-პოლიციელების გამოჩენიდან მეორე დღეს ინტერნეტში უკვე გაჩნდა მათი საქმიანობის ამსახველი ვიდეოები და უბრალოდ, ისტორიები.
"საერთო გაზეთის" არქივში, ერთერთ სტატიაში დაცულია წერილი, რომელიც მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ამბებს აღწერს და, როგორც რედაქცია წერს, მათ საქართველოს სსრ რელიგიური საბჭოს წევრმა გადასცა.
მიმდინარე წლის ივნისში რუსეთში, სხვადასხვა ადგილას, ხუთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბოლო შემთხვევა კი დღეს მოხდა - ხაბაროვსკის ოლქში Су-24М-მა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ორივე პილოტი დაიღუპა.
უკრაინის პროკურატურის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი სპეცოპერაცია უკრაინის გენპროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის ინიციატივით ჩატარდა, რის შემდეგაც პროკურატურის სხვადასხვა თანამდებობის პირთა სეიფებიდან 500.000 აშშ დოლარზე მეტი ამოიღეს.
უკრაინელი შოუმენი, მსახიობი, მხატვარი და ტელეწამყვანი ანტონ მუხარსკი წერს, რომ ვინც ახალ პატრულს არაეფექტურობაში დასდებს ბრალს, პირადად მოსთხოვს პასუხს, რადგან თავის მაგალითზე დარწმუნდა პოლიციელთა მოქმედების ეფექტურობაში.
უკრაინული მედიის ნაწილმა, ასევე აქტიურმა ბლოგერებმა იქ დაწყებულ პროცესს, რომელიც სახავტოინსპექციის ჩანაცვლებას ითვალისწინებს საპატრულო პოლიციით, ხატოვნად, „გენოციდს“ მიმსგავსებულად, ГАИციდი შეარქვეს.
თანასკოლელების მიერ კახეთის ერთერთ სკოლაში გაუპატიურებული პირველკლასელი ბიჭუნას მშობლებს მოძღვარმა ურჩია, მომხდარი პოლიციისთვის არ ეცნობებინათ, სკოლის დირექტორმა კი ფაქტის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა, "რადგან ბავშვს არ ეტყობოდა, რომ ნაწვალები იყო". - ამ ამბის დაწვრილებით აღწერას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" აქვეყნებს.
სამი ადამიანი დაიღუპა სპორტის სასახლესთან ორსართულიანი სახლის ნგრევის შედეგად - მუშები ნანგრევებში მოჰყვნენ და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
"პოსტსკრიპტუმმა" მოიპოვა წერილი, რომელიც გარემოს დაცვის სააგენტომ 12 ივნისს ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით მიიღო და სადაც წყალმოვადნებისა და ღვარცოფის შესაძლებლობაზე აქცენტი.