ბატალიონ "ავაზის" ყოფილ მეთაურს ტრისტან წითელაშვილს, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებითა და პოზიციითაა გამორჩეული, ვაკის პარკის შემდეგ უკვე გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაცემულთა მემორიალთანაც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ალბათ, ხშირად გინახავთ ან თქვენც ასე მოქცეულხართ: მარკეტში შეძენილი პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული არაგაზირებული, მტკნარი წყლის (თუნდაც მინერალური წყლის) ბოთლის ყიდვის შემდეგ, როცა მასში წყალი გამოილევა, წყალს ხელახლა ასხამენ და გადასატანად იყენებენ, ზაფხულში კი მაცივარშიც ინახავენ.
"Сорок сороков" ანუ СС - ასე ჰქვია ნეონაცისტურ მოძრაობას რუსეთში, რომლის წარმომადგენლებთან თბილი ურთიერთობა აქვს სრულიად რუსთა კათოლიკოს-პატრიარქ კირილს. ამის შესახებ "ნოვიი რეგიონი" იტყობინება და ფოტოებსაც აქვეყნებს.
ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ განსაკუთრებული ხაზი გაუსვა სუპერთასის ფინალის თბილისში გამართვის საკითხში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას დამსახურებას.
„რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის იმ განცხადებას პასუხობს, რომლითაც კობახიძემ სამაუწყებლო კომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა,
TV “მაესტრო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც მიუთითებს, რომ დაუშვებლად მიაჩნია სახელმწიფოს ჩარევა კერძო ტელეკომპანიის საქმიანობაში.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2" მორიგ კონცერტს ზუგდიდში, 29 ან 30 აგვისტოს გამართავს. წერილი ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე გაუგზავნა ნიკა გვარამიამ. მათგან უარის შემთხვევაში, კომპანია თარიღს თავად შეარჩევს, ადგილი კი უცვლელი დარჩება.
ლომისის მამათა მონასტრის იღუმენი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში უარყოფს რუს ჯარისკაცებთან დაპირისპირების ფაქტს და ამბობს, რომ რუსი სამხედროები იქ ხშირად გადმოდიან, რათა ეზიარონ, ხოლო ინტერნეტში ფოტოს არასწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ,,კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის" (CIP) დირექტორს, ჟულიენ პარსა და ,,მშრალ ზონებში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" (ICARDA) რეგიონალურ წარმომადგენელს, ჯოზეფ ტუროკს შეხვდნენ.
პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორები" შეშფოთებას გამოთქვამენ ტელეკომპანია რუსთავი2-ის ქონების დაყადაღების ფაქტის გამო. პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჟამუტაშვილი მიიჩნევს, რომ თავისუფალ სიტყვაზე მსგავსი ზეწოლა, თანაც წინასაარჩევნო პერიოდში, მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი რეალობაა.