სპეკულაცია და აჟიოტაჟი უწოდა მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის შეშფოთებას და მოქალაქეებს, ასევე, ბიზნესმენებს მოუწოდა, დაეყრდნონ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს მთავრობა გასცემს.
დღეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მრავლად არიან სასულიერო პირები, მათ შორის, მიტროპოლიტებიც, რომლებიც პირდაპირ ეუბნებიან მრევლს, რომ "ბატონად რუსეთი გერჩივნოთ" და რომ "რუსი და ქართველი ხალხი ერთია"; "ჩვენი ერთმორწმუნე ძმები", ხოლო მათი კურთხევით გამოსული ჟურნალები 2008 წელს ჩამოგდებულ ბომბებს "უფროსი ძმის ალიყურად" და "ღვთისგან კურთხეულად" მოიხსენიებენ, განსაკუთრებით საინტერესოა ეს ვიდეო.
23 აგვისტოს, ევროპა სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ევროპის პარლამენტმა, ისევე როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ის 2009 წელს დააწესა, როგორც - ”ყველა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლთა საერთოევროპული დღე”.
ფოთში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა: 22 და 40 წლის მამაკაცები, რომლებიც ზღვაში მყოფი უცნობი მამაკაცის საშველად შევიდნენ, ტალღებს ვერ გაუმკლავდნენ.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, კომპანია „სი-თი პარკის“ სამი თანამშრომელი - 1976 წელს დაბადებული ლევან გ, 1992 წელს დაბადებული დიმიტრი ლ. და 1990 წელს დაბადებული თორნიკე კ. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ცნობილ სანაპირო "ლანჟერონზე" აქცია და ღობეების მოშლა დაანონსა, ოდესის მერიამ წინაღობები ერთ ღამეში მოშალა.
სემეკმა მოქალაქეებს 30 168.73 ლარის დავალიანება ჩამოაწერა. როგორც სემეკი იტყობინება, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობის გამორთვიდან მეორე დღეს ტელერადიოცენტრმა კომპანიას დავალიანების დასაფარად სწორედ ის პირობები შესთავაზა, რასაც "აფხაზეთის ხმა" ეთერის გათიშვამდე ითხოვდა. შედეგად, რადიოს მაუწყებლობა აღდგება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
"რუსთავი-2"-ზე ხელისუფლების ზეწოლასა და რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობის გამორთვას ეხმიანება კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა". დღეს "პირველი რადიოს" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე კოალიციის წარმომადგენლებმა ხელოვნურად შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს.
სავარაუდოდ, ხელისუფლების ვერტიკალის გადაწყვეტილებით, რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობა შეჩერებულია. მიზეზი მარტივი, ბანალური და აპრობირებულია - ანძებით სარგებლობის მცირე დავალიანება, რომელსაც კომპანია ეტაპობრივად ფარავდა. "აფხაზეთის ხმის" გამგეობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს.