მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
საქართველოში კორონავირუსისგან 63 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 405 მოქალაქე რჩება.
თბილისის მერმა აღდგომა კათოლიკურ, სომხურ სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიებს მიულოცა.ამის
შესახებ კახა კალაძემ თავის ოფიციალურ twitter გვერდზე დაწერა.
საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 60 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
აჭარაში კორონავირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა.
“ჩვენ ალაბათ, მოგვიწევს წირვა მრევლის გარეშე.”-ეს განცხადება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გააკეთა.
ეკლესიაში არ მოსვლა ცოდვაში არ ჩაეთვლება იმას, ვისაც ამის მიზეზი აქვს - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა
ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძარს ავიაციის დახმარებით აქრობენ.
ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც BBC წერს, ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელი ავრცელებს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.