რასმუსენი - საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი გაწევრიანებისთვის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ბრიუსელში, ნატო-საქრთველოს კომისიის სხდომის გახსნისას განაცხადა.
ბრიუსელში ალიანსის გენერალურმა მდივანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართეს.
"მოხარული ვარ, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობთ. საქართველო ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორია, რომელსაც სურს ალიანსის წევრი გახდეს. საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში მნიშვნელოვანია. საქართველო ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ნატო-ს ოპერაციებში. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს, ასევე მწუხარებას გამოვხატავთ გაღებული მსხვერპლისთვის. მნიშვნელოვანია ის რეფორმებიც, რომელიც თავდაცვის სექტორში მიმდინარეობს, რაც ძალიან შთამბეჭდავია. ნატო საქართველოსთან რეფორმების განხორციელების პროცესში თანამშრომლობს, მოკავშირე ქვეყნები კი გამოხატავენ მზადყოფნას მხარი დაუჭირონ საქართველოს და მას საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. 
ჩვენ ასევე, დიდი ინტერესით ვაკვირდებით საქართველოს ფარგლებში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პროცესს. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებს. ასევე, მოვუწოდებთ განახორციელოს ფუნდამენტური რეფორმები და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ბოლოს. ჩვენ ასევე, ურყევ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებში. სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ადგილი ევრო-ატალნტიკურ საზოგადოებაშია. მოუთმენლად ველი, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები კვლავ ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი გაწევრიანებისთვის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა რასმუსენმა.
ანდერს ფოგ რასმუსენის გამოსვლის ტექსტი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავცრელა.

ვანო მერაბიშვილს საკანში ტელევიზორი და გაზეთები ესაჭიროება - კჟიშტოფ ლისეკი

ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლის, პოლონელი დეპუტატის კჟიშტოფ ლისეკის ინფორმაციით ვანო მერაბიშვილს საკანში ტელევიზორი და გაზეთები ესაჭიროება. როგორც ლისეკმა ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს ამის კანონიერი უფლება აქვს და ამიტომ ის პირადად მიმართავს ისუტიციის მინისტრს , რომ მერაბშვბილს საკანშ ტელევიზორი და გაზეთები შეუტანონ. მისივე განცხადებით მერაბიშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ჰგონია, რომ მალე გათავისუფლდება. ლისეკი გაკვირვებულია, რომ მას არ აქვს ოჯახის წევრებთან შეხვედრის და წერილის დაწერის საშუალება. კჟიშტოფ ლისეკის განცხადებით ვანო მერაბიშვილი ნორმალურ პირობებშია თუმცა მას სეირნობის უფლებას მხოლოდ ნახევარი საათი აძლევენ

შეგახსენებთ, რომ პოლონელი დეპუტატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 9 საათზე მივიდა.

საპატრიარქო და რელიგიური გაერთიანებები 17 მაისის აქციის შესახებ

საპატრიარქო და  საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებები  17 აპრილის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ:

 

"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრესი დასაყრდენია, ხოლო მისი უზრუნველყოფა – საზოგადოებრივი დემოკრატიული პროცესების წარმატებით წარმართვის აუცილებელ პირობას.

 

ეს თავისუფლება ერთის მხრივ ინდივიდის თვითრეალიზაციის საშუალება, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო თემებზე აზრის გამოთქმის, დისკუსიების, დებატების გზით შეთანხმების მიღწევისა და საზოგადოების განვითარების წინაპირობაა.

 

დემოკრატიული საზოგადოებისათვის ასევე ფასეულია შეკრებების თავისუფლების უზრუნველყობა, რომელიც გამოხატვის რეალიზების ერთ-ერთი საშუალებაა"- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ნაციონალური მოძრაობa" აქციისთვის ემზადება

რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" აქციისთვის
მზადება დაწყებულია. საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული არ
არის. რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე
პოლიცია პატრულირებს. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია,
პარლამენტის ყოფილ შენობასთან სცენა უკვე დამონტაჟებულია და
ამ დროსათვის აპარატურის მონტაჟი მიმდინარეობს."ნაციონალური
მოძრაობის" აქცია, პარლამენტის შენობის წინ, დღეს, 14:00
საათზე დაიწყება. როგორც მერიიდან გვაცნობეს პარტიას
მანიფესტაციის გამართვის უფლება 15:00-დან 21:00-საათამდე
ექნება. თავად აქციის ორგანიზატორები კი თანამოაზრეებს 16:00
საათზე ელოდებიან.აქციასთან დაკავშირებით შს სამინისტრომ
აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს, მერიასა და ძალოვანი

სტრუქტურების წარმომადგენლებს კანონით გათვალისწინებული
უფლება-მოვალეობები გუშინ შეახსენა.

"თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის გასამართლებული გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში საჩივარს შეიტანენ

სააპელაციო სასამართლოში დღეს, "თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის გასამართლებული გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები საჩივარს შეიტანენ . ადვოკატები ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ნიკა ჩემიასა და გია გვიჩიანს უვადო პატიმრობა მიესაჯათ.

ჭკადუას ინფორმაციით, საჩივარი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე იწერება, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში დნმ-ის პასუხის დამალვას პროკურატურის მხრიდან, ასევე, მოწმეთა შეცვლილ ჩვენებებს.

გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ 2013 წლის იანვარში განცხადებაც გაავრცელა, სადაც საუბარია საქმეში ამერიკაში ჩატარებული დნმ-ს დასკვნის გაუთვალისწინებლობაზე. 

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !