"ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა" - ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე მშვიდობიანი აქციის დარბევის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად ქვეყნის ამ ტრაგედიისა, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისა და მისი მთავრობისთვის უარესი შედეგით დასრულდება.

"ბიძინა ივანიშვილს მინდა ვკითხო, ვინ გაძლევთ ასეთ რჩევებს? გასაგებია, რომ ჩვენ არ გვეღირსა მთავრობა, რომელიც ხალხზე ზრუნავს, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" თავის თავზე მაინც იფიქროს. ეს იყო პოლიტიკური თვითმკვლელობა, როცა დაარბიეს მშვიდობიანი აქცია. ეს არის მცდელობა დააშინონ ოპოზიცია და საგანგებოდ დააშინონ ისინი. " - ნინო ბურჯანაძე

მშვიდობიანი აქციის დარბევა გრძელდება

სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, თუმცა მათი მიზანი მხოლოდ ეს არ ყოფილა.

სამართალდამცავები რუსთაველზე განთავსებულ კარვებს იღებენ და ტერიტორიის მშვიდობიანი აქციისგან სრულიად გაწმენდას გეგმავენ.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა უკვე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლები. სწორედ ამ საშუალებებით ებრძვიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს.

ამ დროისთვის აქციის დარბევისას რამდენიმე ადამიანია დაშავებული. მათ შორის ერთ-ერთი აქტივისტებმა თავად მიიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანებთან, სადაც მათ პირველადი დახმარება ჩაუტარდათ. 

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეებზე იერიში მიიტანა.

აქციის დასარბევად ამ ეტაპზე გამოყენებულია წყლის ჭავლები და ცრემლსადენი გაზი. მიუხედავად ამისა, აქტივისტები დაშლას არ აპირებენ. 

ამ დროისთვის მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის სერიოზული დაპირისპირება მიმდინარეობს. 

შსს-ს წარმომადგენლებს ასევე აქციის მონაწილეები გაყავთ და ახორციელებენ მათ მასობრივ დაკავებას.

 

სპეცდანიშნულების რაზმი დაიძრა

ასეულობით სპეცდანიშნულების რაზმმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების შენობა და საკანონმდებლო შენობისკენ მიემართებიან. 

ამ დროისთვის უცნობია რა ბრძანება აქვთ მათ.

აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს დახვდა შეძახილებით "მშვიდობა" და ისინი სამართალდამცავების შეჩერებას ცდილობენ.

აქტივისტები ითხოვენ არ გამოიყენონ ძალა მათ წინააღმდეგ და სპეცრაზმის წევრებს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ.

დავით ქაცარავამ სამართალდამცავებს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდა

დავით ქაცარავამ სამართალდამცავებს აქციის მონაწილეების გვერდით დგომისკენ მოუწოდა და იტალიის მაგალითი გაიხსენა. 

>>>

"ველოდებით დარბევას, მაგრამ ფეხს არ მოვიცვლით" - გიგი უგულავა

"ველოდებით დარბევას, მაგრამ ფეხს არ მოვიცვლით. თუ დაგვარბევენ გადავჯგუფდებით და ისეც მოვალთ. თუ დაგვიჭერენ სხვები მოვლენ. არ ვაპირებებთ დანებებას. " - განაცხადა გიგი უგულავამ

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !