პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ვარაუდი, რომ წინა ხელისუფლება ისევ გვისმენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის,  ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებობს ვარაუდი და ინფორმაცია, რომ მოსასმენი აპარატურა ისევ წინა ხელისუფლების ხელშია,- ამის შესახებ ღარიბაშვილმა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.


"მოსმენები გამოყავით თქვენ მაინცდამაინც. იქ ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ბატონ ბიძინას ძალიან საინტერესო აქცენტები აქვს დასმული საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე. მაინცდამაინც მოსმენამ რატომ დაგაინტერესათ ეგ არის საინტერესო. რაც შეეხება მოსმენებს. მე საზოგადოებას განვუმარტე, რომ სამწუხაროდ, და საუბდუროდ, ის რაც ხდებოდა წლების განავლობაში, არსებობს საშუალებები, რომლითაც შესაძლებელია მოსმენა და შემოტანილი იქნა წინა მთავრობის დროს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და დიდი ვარაუდი არსებობს იმისა, რომ ეს საშუალებები ისევ მათ ხელშია. ამაზეა საუბრი და ამაზე ჰქონდა მინიშნება ბატონ ბიძინასაც", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სატელეფონო საუბრები ისევ ისმინება. 

ივანიშვილი: მარგველაშვილს ამბიციას უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება...

მარგველაშვილს ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება, ამის შესახებ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ,,კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

>>>

მურმან დუმბაძე სამაგალითოდ დასაჯეს - პარტიიდან გარიცხეს

ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე „ტაბულა“ აქვეყნებს.

>>>

საპარლამენტო უმრავლესობაში აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას არ ეთანხმებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას არ ეთანხმება. როგორც მან განაცხადა, ამერიკისადმი პატივისცემის მიუხედავად, მისთვის მსგავსი შეფასება მიუღებელია.

>>>

აშშ საქართველოში ოპონენტების პოლიტიკური დევნის გამო შეშფოთებულია

აშშ შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი ბრალდებების გამო. ასევე იმ რისკებით, რაც შესაძლოა, პოლიტიკურმა დევნამ შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას. 

>>>

„ვაფრთხილებ ჟურნალისტებს, შეიძლება სპეციალური გადაცემა მივუძღვნა იმის ანალიზს, როგორია დღევანდელი მედია, ვინ არიან მეპატრონეები, თუ ჟურნალისტები“

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მედიის მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს დიდ დროს დაუთმობს.

>>>

„მარგველაშვილს ჰქონდა მცდელობა გამოსულიყო დაპირისპირების რეჟიმიდან, მაგრამ მეორე მხარემ განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ ომს“

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციაში ჩადო ნაღმი, რაზეც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი დღეს ფეთქდება.

>>>

„პეტრიაშვილის სიტყვებში საქმის გარჩევის ელემენტები იყო, ბოლოში დააკლდა მიწერა, რომელი უბნელი ხარ ბიჭო“

პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა გადაცემა „რეზიუმეში“ სტუმრობისას  განაცხადა, რომ სახელმწიფო მინისტი ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონებას ცდილობენ.

>>>

ღარიბაშვილი:"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილი და მისი თითოეული შეფასება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გაეროში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩინება გახდა ამხელა სპეკულაციის საგანი. 

>>>

პრეზიდენტი: საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის,– ივანიშვილი შეცდომაშია შეყვანილი

ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეცდომაშია შეყვანილი. საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა არაა, არამედ არის შერეული საპრეზიდენტო რესპუბლიკა. საქართველოს ჰყავს არჩეული პრეზიდენტი, ანუ ჰყავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი,“– განაცხადა პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ინტერვიუს ნაწილის პასუხად.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !