ოკუპაცია

ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტთა რაოდენობა 60-80%-ით შემცირდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ივნისში რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 60-80%-ით ნაკლებია. 

>>>

ბავშვები "გეორგიევსკის ბაფთით" სოხუმის კომაროვის სახელობის სკოლაში

ფოტოებზე, რომელთაც ვაქვეყნებთ, ოკუპირებული სოხუმის ერთერთ სკოლაში ჩატარებული სადღესასწაულო ღონისძიებაა აღბეჭდილი, რისთვისაც უმცროსკლასელები საგანგებოდ მოამზადეს. 

>>>

ზვიად სიჭინავა: ოკუპანტებმა ოთხოზორიას მკვლელობა არ იკმარეს და საოკუპაციო ზოლი ხურჩის სიღრმეში გადმოწიეს

ბიზნესმენი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სამეგრელოში, სოფელ ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ოკუპანტები ამჯერად უკვე სამეგრელოსა და სამურზაყანოში აფათურებენ ხელებს.

>>>

ხურჩაში ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლი 300 მეტრით გადმოსწიეს

საოკუპაციო ძალებმა ხურჩასთან საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის კიდევ 5 ჰექტარი მიითვისეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი 300 მეტრით გადმოწიეს და ახალი საგუშაგო გახსნეს.

>>>

სუს: ხურჩაში საოკუპაციო ზოლი არ გადმოწეულა

სუს-ის განცხადებით, ხურჩასთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე - ამ განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

>>>

ე.წ. რეფერენდუმი მცოცავი ოკუპაციის რეჟიმის აშკარა ანექსიაში გარდასახვაა: პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმს ეხმაურება. პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

>>>

ბერშუეთთან ოკუპანტებმა 45 წლის მამაკაცი დააკავეს

საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გელიაშვილი რუსმა ოკუპანტებმა ოკუპაციის ზონის მიმდებარე სოფლიდან გაიტაცეს. შემთხვევა დღეს დილით გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში მოხდა.

>>>

ე.წ. საზღვარზე ოკუპანტებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს

ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის განაპირას ადგილობრივი მკვიდრი, 1974 წელს დაბადებული კახაბერ ქისიშვილი დააკავეს.

>>>

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გადასასვლელის დახურვას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება

ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის - ნაბაკევი–ხურჩა და მეორე ოტობაია–ორსანტია დახურვას ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. აშშ შეშფოთებას გამოთქვამს და გმობს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო შეუზღუდავს ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას.

>>>

ენგურის ხიდზე რიგებია-ხალხი ტვირთის გადატანას ვერ ახერხებს

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში არსებულ ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დილიდან რიგებია.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !