ოკუპაცია

სროლა და სისხლიანი გარჩევა ტყვარჩელის ბაზართან - ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინალური ვითარება მწვავდება

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ტყვარჩელში, ცენტრალური ბაზრის შესავლელთან სისხლიანი გარჩევა, რომელსაც თან სროლაც ერთვოდა, ორი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ერთი მძიმედ დაჭრილი პირი სოხუმშია გადაყვანილი. 

>>>

რუსი ოკუპანტები ორჭოსანი-ყარაფილისა და ერგნეთის მიმართულებით ისევ გააქტიურდნენ - "ძალა ერთობაშია" ინფორმაციას ავრცელებს

შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ორჭოსანში მდებარე რუსეთის საოკუპაციო ბაზის სამხედროები ყარაფილის მიმართულებით აქტიურად გადაადგილდებიან. ოკუპანტების გააქტიურება ერგნეთის მიმართულებითაც შეიმჩნევა. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს, რომლის მოხალისეები, უკვე 46 დღეა, საოკუპაციო ზოლზე სამოქალაქო მონიტორინგს ატარებენ.

>>>

«Офицеры России» - ორგანიზაციის წევრები ქობულეთში ისვენებენ

ქობულეთში რუსული ორგანიზაცია «Офицеры России»-ს წარმომადგენლები ისვენებენ. ისინი საქართველოში მანქანებით შემოვიდნენ, სადაც საქარე მინაზე მიმაგრებული საშვი არც კი მოუხსნიათ. ერთერთი ასეთი მანქანის ფოტო ქობულეთში ირაკლი პარკაიამ გადაიღო. 

>>>

ყარაფილაში გადამწვარი ტყე და ოკუპანტ-კინოლოგთა რეიდები - "ძალა ერთობაშია" ანგარიშს აქვეყნებს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია", შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლის ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე მოხალისეთა სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აქვეყნებს სპეცხელსაწყოებით გადაღებულ ფოტოებს, სადაც რუსი ოკუპანტების ნამოქმედარი და მათი თვითნებობაა ასახული. 

>>>

Слава Украине! Героям слава! - ასე უპასუხა "სუხიშვილებმა" ყირიმში საგასტროლოდ მიწვევას

Слава Украине! Героям слава! - ამ მოწოდებით პასუხობენ "სუხიშვილები" რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, სიმფეროპოლსა და სევასტოპოლში საგასტროლოდ მიწვევას, სადაც კონცერტებს 2014 წლამდე რეგულარულად მართავდნენ. 

>>>

თერმიტული ხელყუმბარა - ცეცხლგამჩენი ნაკეთობა, რომელიც რუსულ ონლაინმარკეტებში იყიდება

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ასევე საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს გაჩენილმა არაერთმა ხანძარმა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა თვითგამნოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებით წინასწარ დაიზღვია თავი, წარმოშვა ვერსია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, ხანძრებს ხელოვნურად აჩენენ ან რუსეთიდან ტურისტებად შემოსული სპეცთანამშრომლები, ან ადგილზე მოსყიდული მოქალაქეები. 

>>>

"ძალა ერთობაშია!" - მოხალისეთა ორგანიზაცია, რომელსაც თანადგომა სჭირდება

ალბათ, ბევრს მოგხვედრიათ თვალში, "ფეისბუქის" ნიუსფიდის სქროლვის დროს ლაივები თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალიდან:

>>>

ხურჩაში რუსი ოკუპანტები ისევ მავთულხლართებს ავლებენ

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ახალი მავთულხლართები გაავლეს. ამის შესახებ ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით "რუსთავი-2" იუწყება.

>>>

პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში პიცუნდაში რუსეთის პრეზიდენტისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას შეხვედრა დაიწყო.

>>>

9 წელი აგვისტოს ომიდან-ცოცხალი ჯაჭვი ენგურის ხიდზე შეიკრა

"ფრთხილად, 800 მეტრში რუსი ოკუპანტია!"-ამ ლოზუნგით აქცია ენგურის ხიდზე გაიმართა. ,,ქრონიკა+"-ის და ,,ძალა ერთობაშიას" წევრებმა ცოცხალი ჯაჭვი ენგურის ხიდზე გაავლეს.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !