ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ნაგვალოუსა და სოფელ წებელდაში მდებარე პოლიგონებზე, სადაც რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ნაწილებია თავმოყრილი, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ნაწილების სამხედრო-ტაქტიკური სწავლება დაიწყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ რუსი ოკუპანტების საკმაოდ უცნაურ ფოტოებს. მათგან ზოგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა გადაღებული.
რუსი ოკუპანტები გალის რაიონში ენგურის სანაპირო ზოლზე მოსახლეობის აყრას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ,,აქცენტი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემას განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით აღწერა უკვე ჩატარებულია.
ექსკლუზიურად "აფხაზეთის ხმას" მიაწოდეს ფოტო, რომელიც, წყაროს მტკიცებით საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში, ერთერთ სამხედრო ბაზაზეა გადაღებული.
ჯერ კიდევ გასული და ამ საუკუნის მიჯნაზე გენერალი ალექსანდრე შუშუკინი საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური იყო, რომელიც გუდაუტაში მდებარეობდა, შესაბამისად, არსებობს ცნობები, რომ მონაწილეობდა რუსეთის პროვოცირებულ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში.
ფოტო, რომელიც მასზე აღბეჭდილი რუსი სამხედრო მოსამსახურეებიდან ერთერთმა რუსულ სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა, ცხინვალში მდებარე მე-4 ბაზაზეა გადაღებული.
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ წებელდის სამთო პოლიგონზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების შენაერთებმა საჩვენებელი სწავლება წარმოადგინეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაგვალოუს პოლიგონზე, რუსმა ოკუპანტებმა სნაიპერთა წვრთნა დაიწყეს. ზოგადად, რუსული სამხედრო მანქანა ბოლო პერიოდში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გააქტიურდა – თითქმის ყველა ბაზაზე და დისლოკაციის სხვა ადგილებზე ინტენსიური სამხედრო სწავლებებია დაწყებული.
ე.წ. აფხაზური და ყოფილი საბჭოთა პასპორტები დღეს კიდევ ერთი საშუალებაა, რომლითაც ოკუპირებული რეგიონებიდან მოსახლეობა ენგურის ხიდზე გადმოსვლას ახერხებს.