ოკუპაცია

ლუგანსკთან დაიღუპა იასაული კოსტიონოვი, რომელიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა

იასაული ვლადიმირ კოსტიონოვი ლუგანსკთან მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიღუპა, როცა უკრაინის სამთავრობო ძალებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა სეპარატისტებთან ერთად.

>>>

სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა აფხაზურ ენაში ტესტირება ვერ გაიარა

ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტობისთვის ოთხი  კანდიდატი იბრძოლებს. ,,იტარ ტასის“ ცნობით ესენი არიან ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქიშმარია, დე ფაქტო შსს ექსმინისტრი ლეონიდ ძიაპშბა, ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ასლან ბჟანია.

>>>

22 წლის წინ, 1992 წლის 14 ივლისს ცხინვალში რუსეთის სამშვიდობო ძალები ჩადგნენ

14 ივლისი საქართველოს უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია: 22 წლის წინ, 1992 წლის 14 ივლისს ცხინვალში რუსეთის სამშვიდობო ძალები შევიდნენ, რომლებმაც ტრაგიკული როლი ითამაშეს უკვე 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში, რადგან სწორედ ე.წ. სამშვიდობო ძალების ცხინვალის შტაბიდან ხდებოდა ქართული სოფლების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის კორექტირება.

>>>

ოკუპირებული აფხაზეთი - რას დაემსგავსა ულამაზესი ბიჭვინთა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სრული განუკითხაობაა: აფხაზეთის ის ქალაქები, რომლებიც სილამაზის ეტალონად იყო მიჩნეული, უმეტესწილად, ნაგავსაყრელად იქცა.

>>>

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" დამოუკიდებლობა სცნო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად აღიარა ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

>>>

საქართველოს ქალაქებში ოკუპანტი ქვეყნის დღე აღინიშნება - "КАТЮША" რუსთავში

პირველად ბოლო წლების განმავლობაში, დღეს ბათუმში, თბილისსა და რუსთავში ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის დღე აღინიშნება.

>>>

გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში გაცემული პასპორტები ძალადაკარგულად გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში გაცემული აფხაზური პასპორტები ძალადაკარგულად გამოცხადდა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. დროებითი სახალხო საბჭოს თავმჯდომარემ რაულ ხაჯიმბამ გაახმოვანა.

>>>

ქართველმა პოლიციელმა პატაკი დაწერა, ენგური გადალახა და აფხაზურ კონტრდაზვერვას ჩაბარდა?

„აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შესახებ: ქართველმა პოლიციელმა რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკი დაწერა და აფხაზეთის დე ფაქტო კონტრდაზვერვას ჩაბარდა.

>>>

"ახლაც იგივეს გავაკეთებდი“ - ოკუპირებულ აფხაზეთში გაშიფრული "ქართული კუდ-ის აგენტი "ლილი" (ვიდეო)

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა უშიშროების სამსახურმა ფილმი გადაიღო, სადაც ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლისა და გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი 40 წლის ეთნიკურად ქართველის ურთიერთთანამშრომლობაზეა აქცენტი.

>>>

ანქვაბმა რუსეთთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვა და გადადგა?

აფხაზურ ფორუმებზე აქტუალურად განიხილება ვერსია, რომ ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, რასაც დაჟინებით მოითხოვდა მისგან მოლაპარაკებაზე მისული სურკოვი, გადადგომა ამჯობინა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !