„თეთრი არა, შავი ტრუსი ჩანდა ჩემი კაბის შიგნიდან...“

Image

კონკურსში „ბრავო“ მომღრალმა მარიტა როხვაძემ  0,8 %-ით მოუგო გიორგი ბერიძეს და სუპერფინალში გადავიდა.

 

მარიტას გამარჯვებამ გიორგის გულშემატკივრებში აგრესია გამოიწვია.

 

სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მარიტას ვიღაც ფულიანი ბიძები აფინანსებენ, რომ მისი მოგება მომღერლის გამომწვევი, ვულგარული ვიზუალით იყო განპირობებული. აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გიორგი ბერიძის შეყვარებულმა, მაიკო ჯანგულაშვილმაც დააფიქსირა:

 

„ყველა  ჩემს  მეგობარს  მინდა  დიდი  მადლობა  გადავუხადო, ვინც  გვერდში  დამიდგა... იმდენი ხმა ავაგროვეთ, არც წარმომედგინა, მაგრამ  სამწუხაროდ  ეს  საკმარისი  არ  აღმოჩნდა. ყველას დიდი მადლობა.

 

ახლა რაც შეეხება პროექტს და მის შედეგს: ალბათ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს სმენა, ან სულ მცირე კარგ გემოვნებაზე პრეტენზია, მიხვდებოდა სუპერფინალში გადასვლის ღირსი ვინ იყო. მე მრცხვენია ყველა იმ ადამიანის მაგივრად, ვინც თეთრი ტრუსი არჩია გემოვნებიან მუსიკას და პროფესიონალურ შესრულებას.

 

ფეხები გაშალე საქართველო, შენ შემდეგ ტურში გადახვალ! - ნაცადია და აპრობირებული!

 

ეს არის გიორგი ბერიძის ბოლო სატელევიზიო კონკურსი. ორივე პროექტში მიწვევით იყო და ორივეჯერ უსამართლოდ დაატოვებინეს პროექტი... მე არ ვიკვლევ, ეს რისი ან ვისი ბრალია, უბრალოდ ამ უსამართლობას როდესმე იქნებ მოეღოს ბოლო. სასაცილოა უკვე ეს ყველაფერი!

 

რაც საბოლოოდ მიიღეთ, მშვიდობაში მოიხმარეთ ყველამ ერთად და ყველამ სათითაოდ!" – წერდა მაიკო ჯანგულაშვილი..

 

მარიტა როხვაძე აცხადებს, რომ ვერ ხვდება რამ გამოიწვია ეს აგრესია.

 

„ჩემი გამარჯვება გულშემატკივრების დამსახურებაა და არა ვიღაც კონკრეტული პირის, როგორც წერენ სოციალურ ქსელებში, რომ ვიღაც მაფინანსებს თურმე. მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ახლობელი, უცნობ ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ მარიტა როხვაძე და უმესიჯებენ. ასე იყო 2011 წელსაც, როცა მოვიგე „ჯეოსტარი“.

 

... ჯერ ერთი თეთრი არა, შავი ტრუსი ჩანდა ჩემი კაბის შიგნიდან, მეორეც, არ მესმის ეს რატომ უკვირთ დღევანდელ საქართველოში.

 

არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც აქემდე არ გაუკეთებიათ, თუნდაც სცენაზე ჩემს კოლეგებს. მე რომ გიორგის ადგილას ვყოფილიყავი არავითარშემთხვევაში არ მივცემდი უფლებას ჩემს გულშემატკივრებს და მითუმეტეს შეყვარებულს, ასეთი შეურაცხყოფა მიეყენებინა ჩემი კოლეგისთვის.

 

ჩემი აზრით, ეს აჟიოტაჟი სწორედ ჩემმა ვიზუალმა გამოიწვია, იმან, რომ სცენაზე გამოვიდა გამხდარი, შარმიანი, სექსუალური მარიტა. არასეთეტიკური არაფერი მცმია. ნამდვილად არ ვიმსახურებდი ამ შეურაცხყოფას.

 

მე და გიორგი ჟანრობრივად ძალიან განვსხვავდებით, ის როკშემსრულებელია, მას თავისი მსმენელი ჰყავს, მე - ჩემი. ძალიან მიყვარს გიორგი, დიდ პატივს ვცემ, ღირსეული კონკურენტი იყო ნამდვილად და მის შემოქმედებასაც ვაფასებ. იმედი მაქვს გიორგის მისი შეყვარებულის სტატუსი წაკითხული არ აქვს,“ - დასძინა მან.

reitingi.ge/

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !