-
2014-10-27 08:42
საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი მარიშკა ჯავახაძეზე დაქორწინდა. ახალშეუღლებულებმა ჯვარი დაიწერეს. მარიშკა ჯავახაძე გივი თარგამაძის ნათლულია, რომელიც ამ ქორწინებას "ფეისბუქზე" გამოეხმაურა და მარიშკას "ყველაზე ლამაზი ნაციონალი" უწოდა".
"ყველაზე ლამაზი ნაციონალი(სხვა ლამაზი ნაციონალები ემოციებს მაპატიებენ), ჩემი უსაყვარლესი ნათლული, პირველი ბავშვი ჩემს სამეგობროში, მარიშკა ჯავახაძე და გადასარევი ახალგაზრდა, საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ირაკლი რეხვიაშვილი შეუღლდნენ. ბედნიერი ვარ და ვუსურვებ ულამაზეს მომავალს", - წერს გივი თარგამაძე.