TOP - 3 ყველაზე აუტანელი შეფი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Image

ასტროლოგებმა  სამი ყველაზე აუტანელი უფროსის ზოდიაქოს ნიშანი დაასახელეს და  თუ ეთანხმებით მათ, არავის გაუკვირდება  სასწრაფოდ რომ დაწეროთ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე...

 

 

ქალწული

ქალწულების უმეტესობა არასოდეს იბადება მოწოდებით ლიდერად. მისი ნიშა უფრო ვიცე-პრეზიდენტის ან მრჩევლის პოზიციაა.

 

მაგრამ თუკი ხელმძღვანელის პოსტის დაკავება მაინც უწევს, იგი ამას განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და აჟიოტაჟით არასოდეს ხვდება. თუმცა, როგორც მიწის სტიქიის წარმომადგენელს შეეფერება, მუყაითად იწყებს საკუთარი მოვალეობების  შესრულებას, რაც ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ ყველა თანამშრომელს წამიერი სიზუსტით აღუნუსხავს სამსახურში მისვლისას დაგვიანებულ წუთებს და თვის ბოლოს სოლიდურ თანხას შეაგროვებს "დაჯარიმებული" კონტინგენტისგან ამოღებული ფულით.

 

ამ თანხას კი საკანცელარიო ნივთების ან ახალი საოფისე ინვენტარის შეძენაზე გამოიყენებს. ქალწული უფროსი წვრილმანების ხედვის დიდოსტატია. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუკი იგი თქვენ მიერ დაწერილ კვირის ანგარიშში შესრულებლ სამუშაოზე მეტად ორთოგრაფიულ შეცდომებზე გაგიმახვილებთ ყურადღებას.

 

 

ტყუპი

 

უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ახლად აყვანილმა თანამშრომლებმა ძირითადად გადმოცემით იციან მასზე. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ტყუპს პუნქტუალურობის სენი წამოუვლის და შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად დაადგეს თავზე თანამშრომლებს, რომელთაც ამასობაში ოფისის ყავახანად გადაქცევა მოუხერხებიათ.

 

არავითარი მუშტი მაგიდაზე, აწეული ხმის ტონი და მსგავსი ტიპის კორპორატიული "სპეც-ეფექტები". ტყუპის იარაღი მისი ენაა, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული უფროსის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სფინქსის მოთმინების მქონე ადამიანსაც კი მარტივად და უპრობლემოდ გამოიყვანს წყობიდან დახვეწილი ცინიზმითა და საყვედურებით.

 

თანაც ისე, რომ ეს უკანასკნელი გულწრფელად ინატრებს იმ დროს მიწა გაუსკდეს და თან ჩაიტანოს. აქედან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ ზემოთ ხსენებულმა თავმოყვარეობაშელახულმა ხელქვეითმა სასწრაფოდ ჩაალაგოს ბარგი, სხვა სამუშაო ადგილის საძებნელად, ძალზე დიდია.

 

მშვილდოსანი

 

ერთი შეხედვით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, შეიძლება გეგონოთ, რომ "ქერის ორმოში"  ამოყავით თავი, რაკი მან სამსახურში მიგიღოთ.

 

მშვილდოსანი უფროსი ხალისიანი და გულისხმიერი იქნება გასაუბრებაზე (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მდედრობითი სქესის ბრძანდებით და მუხლსზემოთ სიგრძის კაბა გაცვიათ), დაუყოვნებლივ დაგპირდებათ პრემიას ჯერ კიდევ შეუსრულებელი საქმიანობის სანაცვლოდ და ხელფასის მატებას პირველივე თვიდან.

 

შესაძლოა, ყველაფერ ამას ბონუსად დაწინაურების პერსპექტივაც დიდსულოვნად მოაყოლოს და ერთ-ორ ხალისიან ანეკდოტსაც მოგიყვებათ. თუმცა, როცა რეალურად შეუდგებით მის ოფისში მუშაობას, გამორიცხული არაა, პირველივე დღეს აღმოაჩინოთ, რომ კონკიას კვახადქცეული ეტლის მსგავსად, მხოლოდ ლამაზი დაპირებები შეგრჩეთ ხელთ.

 

ამის მიზეზი კი მისი კარგ ხასიათზე ყოფნა ან უბრალოდ შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი იყო (მშვილდოსნისთვის ხომ მნიშვნელობა არ აქვს აუდიტორიას, მთავარია იხუმროს და გააოცოს ხალხი).

astrologi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !