
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის „მოქალაქე“ „ფეისბუქის“ გვერდზე, რომელიც გუშინ გაიხსნა, მოქალაქეები კომენტარებს ტოვებენ.
ერთერთი კომენტარი „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელს, ბაჩო ახალაიას მეუღლეს ანი ნადარეიშვილს ეკუთვნის, რომელიც ივანიშვილს ერთ მის ადრინდელ გამონათქვამს ახსენებს:
„ერთ დროს პრემიერ-მინისტრმა და აწ უკვე ა.ს.ო. "მოქალაქე"-ს დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოგვმართა, რომ "თუ არ შეცვლით რიტორიკას, პროკურატურასთან დავაყენებ რიგებს"-ო. ხოდა მიუხედავად იმისა ბატონო ბიძინა რომ არ წყვეტთ ჩვენი ოჯახის წევრების დევნას და სამაგალითოდ ასრულებთ თქვენს ერთადერთ დანაპირებს (ვინაიდან სხვა არცერთი დანაპირები ხალხისთვის არ შეგისრულებიათ), მინდა გითხრათ, რომ არანაირ რიტორიკას არ შევცვლით, და არც თქვენი მუქარების არ გვეშინია!“.