ბაჩო ახალაია ეკა ბესელიას ინიციატივით მიღებული ამნისტიის გამოყენებაზე უარს ამბობს

Image

საქართველოს თავდაცვისა და შს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ეკა ბესელიას ინიციატივით მიღებული ამნისტიის გამოყენებაზე უარი თქვა. ამ ამნისტიით მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს - თავისუფლების აღკვეთას 10 წლის ვადით 1/3 აკლდებოდა.

განცხადებას ამნისტიაზე უარის თქმის შესახებ "ფეისბუქში" "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ავრცელებს.

 

"დღეს ჰაკიმ ფაშას მონა მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოიტანა უკანონო განაჩენი ბაჩო ახალაიას საქმეზე და მას მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელსაც ავტომატურად ამნისტიით აკლდება 1/3 და საბოლოო ჯამში ბაჩოს მიესაჯა 7 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა.

 

ჩვენ ეკა ბესელიას ამნისტიაზე ვაცხადებთ უარს!!! მოგეხსენებათ გუშინ რუსთავის2-ის ეთერში ბესელიამ მისდაუნებურად (უკვე მერამდენედ) წინასწარ დააანონსა, რომ ბაჩო ახალაია იყენებს მის ამნისტიას, რასაც ტყუილი ვუწოდე, ვინაიდან ბაჩო ყველა საქმეში გამართლდა და შესაბამისად მას არ ქონდა არცერთი მუხლი მისჯილი, თუმცა დღეს დადასტურდა, რომ სწორედ დღევანდელ უკანონო განაჩენზე იყო საუბარი! 

 

არანაირი მნიშვნელობა არააქვს პოლიტიკური პატიმრისთვის რამდენ წელიწადს მიუსჯიან მას - 1,2,3,10 თუ 30-ს, ვინაიდან როგორც კი ეს რუსეთის მონა ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ გაიცოცხება ისე, როგორც მოეცოცხა, ბაჩო ახალაია უმალვე დატოვებს საპატიმროს, ხოლო ყველა ის ფალსიფიკატორი, რომელიც მონაწილეობდა ამ საქმის შეთითხვნაში და შემდგომ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში, უმკაცრესად დაისჯებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, ისე, როგორც ეს მოხდა ტიმოშენკოს შემთხვევაში. ამ დროს კი სულ უფროდაუფრო ვუახლოვდებით!", - წერს ანი ნადარეიშვილი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !