გზა, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში წყლით ორჯერ იფარება (8 ფოტო)

Image

პასაჟ დუ გუა -  ასე ეწოდება გზას, რომელიც ბურნოფის ყურის ფსკერზე მდებარეობს და საფრანგეთის ხმელეთს კუნძულ ნუერმუტიესთან აკავშირებს.

 

 

პასაჟ დუ გუაზე მოძრაობა დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ, მხოლოდ წყლის მიქცევის შემდეგ, ისიც  რამდენიმე საათითაა შესაძლებელი.

დანარჩენ დროს გზა 4 მეტრის სიმაღლეზე წყლით იფარება.

 

ბურნოფის ყურეში წყლის მიმოქცევის შედეგად წარმოქმნილი ეს ბუნებრივი გადასასვლელი, პირველად, 1701 წელს გამოშვებულ რუქებზეა დაფიქსირებული. 1840 წელს ფრანგებმა ამ  გზაზე კაპიტალური ქვაფენილი დააგეს, რომელიც მგზავრებს ცხენით და  ფურგუნებით გადაადგილების საშუალებას აძლევდა.

 

მართალია, გზის სიგრძე მხოლოდ 4,5 კილომეტრია და თითქოს მანძილი არცთუ  ისე დიდია, მაგრამ საკმაოდ სახიფათოდ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ გადასასვლელი გზის ორივე მხარეს  გამაფრთხილებელი ნიშნებია განლაგებული, რომელზეც მოქცევის დაწყებისა და მიქცევის დასრულების საათებია მითითებული, ყოველდღიურად მაინც უამრავი ადამიანი ებმება წყლის ხაფანგში.

 

ასეთი ხელმოცარული ადამიანებისთვის აგებულია სპეციალური კოშკები, სადაც ისინი წყლის კლებამდე დაიცდიან, მაგრამ თუ მოქცევა მანქანით  მგზავრობისას დაიწყება, ავტომობილის გადარჩენა  შეუძლებელი ხდება.

 

პარადოქსია, მაგრამ გზა, რომელიც პრაქტიკულად სულ წყლის ქვეშაა მიქცეული, იმდენად მყარად არის დაგებული, რომ ამდენი წლის მანძილზე არ ფუჭდება.

gza_ckalsgi1.jpg

gza_ckalshi.jpg

gza_ckalshi2.jpg

gza_ckalshi3.jpg

gza_ckalshi5.jpg

gza_ckalshi6.jpg

gza_ckalshi4.jpg

 

 

 

რედაქტორის რჩევით

თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლთა თავშესაფარის გაჩუქებას გეგმავს

2020-09-08 11:39
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს სადაც "ძაღლთა...

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 5 თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია

2020-09-08 11:32
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი...

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

2020-09-08 11:31
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა.

ექსკლუზივი! ნაძალადევში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

2020-07-27 11:37
ექსკლუზივი!ამ წუთებში როგორც "აფხაზეთის ხმისთვის" ხდება ცნობილი, ნაძალადევის რაიონში მანქანას...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?

დადებითად - 44.4%
უარყოფითად - 55.6%
ხმების რაოდნობა: 9
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.7763
0.0035
100
RUB
 - 
4.1332
0.0112
1
USD
 - 
3.2117
0.0069