
მომღერალი ვაჟს ელოდება, ყოველგვარი ქორწინებისა და კანონიერების გარეშე.
ბავშვის მამა „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის ოპერატორი ლაშა ნაკაიძეა.
„ძალიან კარგ განწყობაზე ვარ, მოლოდინის რეჟიმში. ლიზას დაბადებიდან 11 წელი გავიდა და მეორე შვილს ველოდები.
ჩემთვის სანერვიულო იყო არა ის, რომ სტანდარტულად არ გავთხოვილვარ თავისი ქორწილითა და მერე შვილის მოლოდინით, არამედ ის – თუ როგორ მეთქვა ეს სიახლე მშობლებისთვის. სხვა სანერვიულო მე არაფერი მქონია. მეგონა ძალიან მტკივნეულოდ აღიქვამდენენ ჩემები ამ ყველაფერს.
დედას ვფიცავარ, სამ წუთში დედამ აქეთ დამამშვიდა. არაფერზე ინერვიულო, იცოდე რაც არ უნდა გადაწყვიტო, როგორც არ უნდა გაგრძელდეს შენი ისტორია, მე შენ გვერდით ვიქნებიო. ამ სიტყვებზე ვიტირე. უკვე ექვსი თვის ორსული ვიყავი. დედამ იცოდა, რომ ლაშასთან სამ წლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა.
დედა იყო საქმის კურსში, მამა – არა. მამისთვის ამ სიახლის თქმა ვერ გავრისკე. მერე დედამ უთხრა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი ყველაზე დიდი მეგობრები და პატრონები, ჩემი მშობლები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები არ არიან და მალე ჩემი მისახედებიც იქნებიან,“ - ამბობს ვერიკო ტურაშვილი.
როგორც მომღერალი აცხადებს, ის და ლაშა სამი წლის წინ ერთ საერთო სიტუაციაში გადაიკვეთნენ. მაშინ ლაშა ოპერატორი არ იყო და თავიდანვე მოეწონათ ერთმანეთი.
„მე აქტიური ქალი არ ვარ. შეყვარებულს ისეთი ადამიანებისგან ვირჩევ, რომლებიც მე მირჩევენ. არ იფიქროთ, რომ ჩემ ანგარიშზე ბევრი სასიყვარულო ურთიერთობაა. დღემდე არ ვიცი, რატომ ვიყავით მე და ლაშა სამი წელი ერთად. რამ მომხიბლა ვერ გეტყვით.
აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ვართ. ხუთი წლით ვარ ლაშაზე უფროსი და ესეც აუცილებლად მოქმედებს. ლაშას ასაკშიც უფრო დიდი ვიყავი. რაღაც ფაქტებიდან გამომდინარე ადრეულ ასაკში მომიწია გაზრდა. მე და ლაშას ბევრი უთანხმოება გვქონდა.
იყო რაღაცების დამტკიცებები, ბევრი ჩხუბი, გაბუტვები, დაშორებებიც იყო, მაგრამ სამი წელი მაინც ერთად ვიყავით. ბოლო პერიოდში უფრო ხანგრძლივი დაშორება გქვონდა. ზაფხულში ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ.
ვთვლი, რომ სამართლიანი ვარ, მაგრამ ეტყობა ისეთ რაღაცებს ვითხოვ, რაც არ შეუძლიათ. რაც ჩემთვის სწორია და სხვასთან ურთიერთობაში არ უნდა შემეშალოს, იგივეს ვითხოვ ადამიანებისგან. შეიძლება ელემენტარული იყოს ჩემთვის გამაღიზიანებელი.
შეიძლება რაღაცებს ვუღრმავდები, ეს ადამიანი კიდევ არ იყოს ასეთი ღრმა. ლაშა ზედაპირულად უყურებს რაღაცებს...“- აღნიშნა ვერიკო ტურაშვილმა.
http://primetimenews.ge/