საუკეთესო მძღოლების TOP ხუთეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Image

ამერიკულმა  ონლაინ-გამოცემამ  კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს რამდენად უსაზღვროა ამა თუ იმ მძღოლის გვერდით მგზავრობა.

 

 

ყველაზე დინჯი, კანონმორჩილი და დაკვირვებული მძღოლების სიაში მოხვდნენ თხის რქები.

 

ამ ადამიანებს ხასიათში თანდაყოლილი დისციპლინისკენ მიდრეკილება, ყოველთვის კარგს სამსახურს უწევს მათ იმ დროს, როცა საჭესთან ზიან. თხის რქა ყოველთვის იცავს წესრიგს და იშვიათად ცდილობს მრავალსაათიან საცობებშიც კი, დანიშნულების პუნქტამდე საგზაო ნიშნების დარღვევით გაიკვალოს.

 

არანაკლებ კარგი მძღოლები არიან მიწის სტიქიის კიდევ ერთი წარმომადგენლები – ქალწულები.

 

ქალწული დეტალიზაციის უზადო ნიჭითაა დაჯილდოებული, ამიტომ ასეთ ადამიანს უმცირესი წვრილმანიც არ გამორჩება მხედველობის არედან. სწორედ ამ თვისებას უნდა უმადლოდნენ ისინი იმას, რომ ძალზე ხშირად ახერხებენ ავარიული სიტუაციებიდან თავის დაძვრენას მით უმეტეს, როცა ამ მხრივ მათი დანაშაული არაფერია.

 

ქალწულის კიდევ ერთი სახასიათო შტრიხი – სხვებზე ზრუნვის საოცარი უნარია. ამიტომ ასეთი ადამიანები ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მგზავრებს საკუთარ მანქანაში და მაქსიმალურად ზრუნავენ ამ უკანასკნელთა უსაფრთხოებაზე.

 

მესამე საპატიო ადგილი "საჭის პროფესიონალებს" შორის, რაც არ უნდა გაგიკვიდრეთ საკუთარი თავქარიანობით განთქმულმა ტყუპმა დაიკავეს.

 

ტყუპი ზოდიაქოს მესამე სახლის მმართველია, რომელსაც თავის მხრივ ტრანსპორტის თემის "კურირება" ევალება. ამიტომ რეალურ ცხოვრებაში მოუსვენარი და ცვალებადი ტყუპი, ავტომობილის მართვისას გასაოცარ ოსტატობასა და გამჭრიახობას ავლენენ.

 

ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ხალხი ხელის გასაოცარი მოქნილობით გამოირჩევა, ამიტომ ავარიული და სახიფათო სიტაუციებიდან "მშრალად გამოძვრომა" როგორც წესი, არც ერთ ტყუპს არ უჭირს.

 

ტყუპს კვალდაკვალ მოსდევენ სანიმუშო მძღოლების ხუთეულში, ჰაერის სტიქიის კიდევ ერთი წარმომადგებლები – მერწყულები.

 

მერწყულის ზოდიაქოს "მმართველობაში" არამხოლოდ ტექნიკა და ინტერნეტი, ნებისმიერი ტიპის მექანიზმები და მათი მართვის ქვეცნობიერი ცოდნაც მოიაზრება. ამიტომ ძალიან ბევრი მერწყული მძღოლი, თავად შლის და აწყობს ხოლმე დაზიანებულ ავტომობილს.

 

თანაც ისე, რომ ბოლომდე არც კი იცის ამა თუ იმ დეტალის სპეციფიკური სახელწოდება. ამასთან ერთად, მერწყულს გასაოცარი წინასწარხედვის ნიჭი აქვს, რის ხარჯზეც იგი კარგად ახერხებს თავიდან აირიდოს ხოლმე უსიამოვნო შემთხვევები ავტომობილის მართვის პროცესში.

 

დაბოლოს, მეხუთ ადგილის ბედნიერი მფლობელები არც მეტი არც ნაკლები – კირჩხიბები გახდნენ.

 

ალბათ გიკვირთ მათი ხილვა ამ საპატიო ხუთეულში, მაგრამ ის ვინც კირჩხიბის ზოდიაქოს ახლოს იცნობს დამეთანხმება, რომ ეს ადამიანები გარეგნული "პანიკიორობის" უკან, გასაოცარი თვითგადარჩენის ინსტინქტს მალავენ.

 

კირჩხიბი უზომოდ მზურნველი ნიშანია, შესაბამისად, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ მისი თავდადება უზომო და უსაზღვროა. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი არასოდეს აგდებს საფრთხის ქვეშ არც საკუთარ და არც ძვირფასი ადამიანების სიცოცხლეს, როცა საქმე საჭის მართვას ეხება.

astrologi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !