-
2014-10-15 12:05
როგორც „ალია“ წერს, საქართველოს პარლამენტი „იარაღის შესახებ კანონში“ მეტად აბსურდული ცვლილებების შეტანას აპირებს.
პრობლემაა ისიც, რომ იარაღი სახლში დაშლილ მდგომარეობაში უნდა შეინახო.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ზურაბ აბაშიძის თქმით, თუ ადამიანი იარაღს თავდაცვისთვის ყიდულობს, ცხადია, ეს იარაღი თავდაცვით მდგომარეობაში უნდა ჰქონდეს შენახული და არა დაშლილი.
„არც ერთი კანონპროექტი არ არის უხარვეზო და მერე, კომიტეტებში იხვეწება ყველა. ესეც ასე იქნება. იქ მარტო ეგ ხარვეზი არ არის.
რამდენადაც ვიცი, ახალი კანონპროექტით იარაღის გამოყენების წესებშიც შედის ცვლილება, მეტი უფლებები ეძლევა პოლიციას იარაღის გამოყენების მხრივ და მაგალითად, ამას მე არ ვეთანხმები და ვეცდები, არც ეს ცვლილებები შევიდეს.
ჯერ ზუსტად არ ვიცი, რამდენად უფართოვდება პოლიციას უფლებები იარაღის გამოყენების მხრივ“, -აცხადებს აბაშიძე.
კითხვაზე - რა ბედი ელით იმ 23 წლამდე მოქალაქეებს, რომელთაც უკვე შეძენილი აქვთ იარაღი, აბაშიძე პასუხობს, რომ ესეც გასარკვევია.
„თუ ჩაბარება მოუწევთ, ცხადია, კომპენსაციის საკითხიც უნდა იყოს განსაზღვრული. თუ ეს კანონპროექტში არ წერია, ესეც ხარვეზია.
განვიხილავთ, რაც ჩასაწერია, ჩავწერთ და რაც ამოსაღებია - ამოვიღებთ. მეტს ვერაფერს გეტყვით. ჯერ იურიდიულ კომიტეტს არ განუხილავს კანონპროექტი, ჯერ დაიწყოს განხილვა და დანარჩენზე, მერე ვილაპარაკოთ“, -აცხადებს აბაშიძე.
„ალია“