რას უყურებდა "შემკრთალი ღიმილით" მიხეილ სააკაშვილი მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში

Image

2011 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცნობილი რუსი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილზე, წინანდალში მივიდა. ეს ფაქტი სააკაშვილის კრიტიკოსებმა არაერთხელ გამოიყენეს, ხოლო ბოლოს რეჟისორმა ქეთი დოლიძემ და მსახიობმა გურანდა გაბუნიამ "რეაქციაში" გაიხსენეს.

 

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნიკიტა მიხალკოვისადმი უარყოფითი განწყობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა "მისი ქალიშვილის ქორწილში კარგად მოილხინა". თუმცა, თვითმხილველები, რომლებიც წინანდალში სტუმრებს შორის იყვნენ, სხვა რამეს ჰყვებიან. მაგალითად, მწერალი ლაშა ბუღაძე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს ზოგიერთები შემოეხვივნენ, ზოგიერთებმა კი ზურგი შეაქციეს. მისივე თქმით, პრეზიდენტმა მოკლე სადღეგრძელო წარმოთქვა. 

 

დეტალებს ლაშა ბუღაძე ასე იხსენებდა:

 

„უდიდესი სითბო გამოავლინეს ქორწილის რუსმა სტუმრებმა, – შემოეხვივნენ პრეზიდენტს, როგორც როკ–ვარსკვლავს და მასთან ფოტოებს იღებდნენ. ერთ–ერთმა სტუმარმა მკითხა კიდეც, ნამდვილი მიხეილ სააკაშვილი იყო თუ არა. ქართველ სტუმართა ნაწილი პრეზიდენტს არც ესალმებოდა, ზურგი შეაქციეს. საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს შეიძლება არ მიესალმო.

 

.... „ასეთ ეპიზოდსაც შევესწარი– ნიკიტა მიხალკოვმა თავისი ერთ–ერთი ფილმიდან ცნობილი რომანსი იმღერა. მთელი საქართველო აცეკვდა, ჩემს თავს შევატყვე, რომ ცქმუტვა დავიწყე. არ მიცეკვია, მაგრამ, აი, ხალხი... მთელი ეს დაფარული ენერგია წამოვიდა, რომელიც არ ეძლეოდა ქართველს, რომ გამოეშვა.

 

ქვეცნობიერი ამოდის ზედაპირზე საქართველოში, ამოაქვს დიდი ნოსტალგიური სიყვარული. ამ დროს უკან გამოვიხედე და დგას საქართველოს პრეზიდენტი სრულიად მარტო, კედელთან მიყრდნობილი და შემკრთალი ღიმილით უყურებს ამ ამბავს. ფიქრობდა, ალბათ, რას ვეწვალები, ნატო, ისა, ისა, არადა, აქ არის საქართველო, ესაა. ძალიან ნიშანდობლივი ეპიზოდები იყო, დიდი სიამოვნებით გადავიღებდი, კამერა რომ მქონოდა“.

 

ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ნიკიტა მიხალკოვი, როგორც ვლადიმირ პუტინის აპოლოგეტი ხელოვანი, გააკრიტიკა და ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებული ერთი გახმაურებული ამბავი გაიხსენა:

 

„ამას წინათ წავიკითხე, მიხალკოვი ბაღაბშთან არის მისული და ეუბნება, ჩემი აგარაკი მომეცი უკან. ჩვენი ტერიტორიის მიწის წამღებ მიხალკოვს, რომელსაც ქართველი ხალხი ზოგადად ძალიან უყვარს, უნდა ჰკითხოთ, აფხაზეთი  არის თუ არა საქართველო. თუ გეტყვით, რომ ასეა, გადაეხვიეთ და აკოცეთ, მაგრამ არ გეტყვით. ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიმიდინარე წლის იანვარში ტელეკომპანია ПИК–ის ტელეხიდში მონაწილეობის დროს.

 

მომზადებულია "ნეტგაზეთში" გამოქვეყნებული წერილის მიხედვით

 

MISHA-MIXALKOV.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

"დედა, შემომხედე... ვერ ლაპარაკობს, მეც ფეხები მეკეცება..." - 112-ში შესული ერთი ზარის ისტორია

2017-11-10 23:45
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ტატო კუჭავა "ფეისბუქში" 112-შის მიერ...

უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება

2017-11-06 18:17
მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. შესაბამისი...

სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

2017-11-06 17:50
სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი...

რუსულ ციხეში სიკვდილი მემუქრება-კადიევი

2017-11-03 14:42
დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი მიხაილ კადიევი აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება....
რჩეული ვიდეოები

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

მაგისტრალიდან 400 მეტრში რუსი ოკუპანტები ისევ ხნულებს ავლებენ(ვიდეო)

2017-09-12 12:38
გორის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში...

გამოკითხვა

ჩამოთვლილთაგან, რომელია თქვენთვის ინფორმაციის მთავარი წყარო?

ტელევიზია - 29.4%
რადიო - 5.9%
გაზეთი - 0%
ინტერნეტი (საიტები, სოცქსელები) - 58.8%
ინფორმაციას არ ვეცნობი - 5.9%
ხმების რაოდნობა: 17
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
2.8357
0.0057
100
RUB
 - 
3.8519
0.0128
1
USD
 - 
2.4579
0.0006

გუშინ:

ჰიტები:798 უნიკალური:660

მიმდინარე:

ჰიტები:252 უნიკალური:201