გივი თარგამაძე: "ზვი-ძინმა დედოფლისწყაროს ჯოგი იალაღზე მიუშვა"

Image

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე პრემიერსა და ვიცეპრემიერს შორის არსებულ ფარულ დაპირიპირებაზე წერს, რომელიც, მისი თქმით, ბოლო დროს უფრო თვალშისაცემი გახდა. გივი თარგამაძის თქმით, ამ ეტაპზე დაპირისპირებაში გამარჯვებული პრემიერი ღარიბაშვილია, რადგან კალაძემ არჩევნებში "სამარცხვინო შედეგები" დადო, რის შემდეგაც "ზვი-ძინმა დედოფლისწყაროს ჯოგი იალაღზე მიუშვა".

 

გივი თარგამაძე "ფეისბუქში" ამ დაპირისპირების დეტალებს ვრცელ პოსტს უძღვნის:

 

"თუ გახსოვთ, პარლამენტში სტუმრობისას ჰაკიმს ვუთხარი, რომ იტყუება, კალაძე მისი მეგობარი არ არის. მაშინ ორივემ თავი მოიკლა, ლამის ძმები ვართო. სინამდვილე კი ასეთია: როდესაც ნორჩისთვის ყველაფერი ახალი იყო, ბარაკი არ ჰყავდა ნანახი და მეტ დეიმონთან სურათი არ ჰქონდა გადაღებული, ყველაზე უცხოელი და ნავაროჩენი კალაძე ეგონა. ხოდა, ოჯახებით დაძმობილდნენ, განუყრელები იყვნენ, პატარა პოლიციელი საკუთარ სკამს აჩვევდა ბებერ ფეხბურთელს, ჩემს მერე შენო.

 

მაგრამ, სანამ ეს მერე დადგა, ნორჩმა წამოიჩიტა, ძვი-ძინის სიბრძნეს ეზიარა, სიმამრის მათრახსაც და მიხვდა, რომ ერთი სამტრედიელი კალაძე მისი მოდგმისა არ არის და მის სკამზე მერე არაფერი ესაქმება. გადააგდო. ბერლუსკონისა და რვა ქურდისგან განებივრებულმა იუკადრისა და პატარას დაჩაგვრა განიზრახა. თანაც, აშკარად ზედმეტად იხმაურა, მაგას გაჩვენებთ გაზაფხულზე აცრემლებულსო. რა ენაღვლებოდა, მარცხნივ უჩა ედგა, მარჯვნივ ბერა, უკან კიდევ ფარცხალაძე;

 

გაზაფხულზე კალაძემ დანაპირები თითქოს შეასრულა: ზვი-ძინთან მივიდა, ნორჩის შედგენილი თბილისის საარჩევნო სიები აჩვენა და იკითხა, ძველი ნაციონალების საკრებულოში გასაყვანად რატომ უნდა ვიბრძოლოთო? ღვთაებრივი რისხვა პატარასაც დაატყდა, მაგრამ, უფრო მეტად, სიმამრს, რომელსაც შიშისგან გული ცუდად გაუხდა, სავადმყოფოში, კერძოდ, ჯოენის კლინიკაში დისშვილმა წაიყვანა, ნერვებაშლილზე საზიზღარი დებოში მოაწყო, მედპერსონალს შეურაცხყოფების ნიაღვარი გადაავლო, პაციენტები საწოლებიდან ჩამოყარა და საბოლოოდ, შსს გენინსპექციის უფროსის პოსტსაც და შსს-ს ფაქტობრივ ხელმძღვანელობასაც დაემშვიდობა, ვითომ პრემიერთან ნათესაობის გამო ზედმეტი კითხვების გამოსარიცხად.

 

გამარჯვებული კალა-ბიჭი კი გადაიბღინძა, თავი ბერლუსკონიდ წარმოიდგინა, რვაჯერრვა ქურდი დაიყენა გვერდში და ქვეყნის მასშტაბით მისი ხალხის მეშვეობით არჩევნების მოგება აიღო თავზე. შედეგმაც, ძალზედ სავალალომ, არ დაახანა. სამარცხვინო მეორე ტური თბილისში და კიდევ 17 ერთეულში. კალაძის ბაქი-ბუქი აქ მთავრდება. ჰაკიმმა კი უცბად მოიყვანა მოძრაობა, აბა პოლიცია, ფული, ზეაქტიურობა და ყველა მეორე ტურში გამარჯვება. ჰაკიმის ნამდვილი ისტორია აქ იწყება. ამ დღიდან მან ამოძირკვა მტრული კონგლომერატის: ბერა, უჩა, კალაძე, ფარცხალაძის ყველა საყრდენი. შვიდმინისტრიანი ცვლილებაც მაგას ემსახურებოდა: დაჩაგრული დედოფლისწყაროელი მინისტრის მოადგილეები ერთბაშად გამინისტრდნენ. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. საავადმყოფოში მობოგინე დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი იყო სწორად ის კაცი, ვინც კალაძის მიერ ჩაშვებული სიები შექმნა და მისი წილი კალაძის სისხლი მანაც მოითხოვა.

 

ამ დროს ტელევიზორში ნახეს, რომ ჩვენ ზურა ჯაფარიძე ავირჩიეთ პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე. ევრიკა! პარტიაში ეს პოსტი შემოიღეს და გააზვიადეს. მერე რა, რომ ჯანყარაშვილის მთელი ექსპერიენსი, ან, თუ გნებავთ, ჰაკიმს რომ უყვარს, ბექგრაუნდი, მხოლოდ ელიავას ბაზრობაზე დაშლილებში მანქანის ნაწილების გაყიდვით შემოიფარგლება. ჩვენთან ხომ საბჭოთა პროლეტარიატის ქიმერა აღსდგა: ნებისმიერ მზარეულს შეუძლია სახელმწიფოს მართვა!

 

და მივიღეთ კიდეც მთავარ პოზიციებზე ოფიციანტი, ფეხბურთელი, ნაწილების გამყიდველი და თავად ღვთაება, თავკერძა იმბეცილი, მისივე აღიარებით ვერც ერთ ენაზე რომ ვერ მეტყველებს გამართულად. თავისთავად, იმბეცილის გარდა ყველა ჩამოთვლილ პროფესიას პატივს ვცემ, მაგრამ მხოლოდ ამ ბაგაჟით ქვეყნის მართვას სად მივყევართ, ყველა ერთად ვუცქერთ სევდიანი თვალებით; როგორც არ უნდა იყოს, ზვი-ძინმა დედოფლისწყაროს ჯოგი იალაღზე მიუშვა.

 

ჯანყარას პარტიაში ფინანსებს ჩააბარებენ და აწი კალა-ბიჭს ფეხბურთელებივით გადაურბენ-გადმოურბენენ. ბერა ამერიკაშია, უჩა მოზომილზე, ფარცხალაძე, როგორც ჩანს, ლუკოილში და ფეხბურთელი ცელზე. ერთი რამ ვერ დაინახა ამ ქურდების ალერსით გამობერლუსკონილებულმა: ზვი-ძინი ბერას ბერასავით უყურებს, ჰაკიმს კი – შვილივით".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !