ხაბურძანია: წარმატებული ვიზიტის მიუხედავად, ამერიკელები ღარიბაშვილს თავიანთ კაცად ვერ აღიქვამენ

Image

„ალიასთან“ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს ამერიკაში „თავიანთ ხალხად“ ვერ აღიქვამენ და ეს ეხება პრემიერმინისტრსაც, ხოლო „გაცნობითი სამუსაოები“ ირაკლი ალასანიამ უნდა შეასრულოს.

 

ვალერი ხაბურძანიას თქმით, ამერიკელებს თავიანთ კაცად ირაკლი ალასანია, მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და გიორგი მარგველაშვილი უფრო მიაჩნიათ. ყოფილი მინისტრის მტკიცებით, მარგველაშვილი თავიდანვე იყო დაკავშირებული ამერიკულ სპეცსამსახურებთან და ის ამდენს ვერ გაბედავდა, რომ არა ამერიკელთა წაქეზება:

 

"ამერიკელები დღევანდელი ხელისუფლების პირველ პირებს ვერ აღიქვამენ თავიანთ ხალხად. ეს პირველ რიგში ეხება პრემიერ-მინისტრს. მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებული ვიზიტებისა, ისინი ნამდვილად ვერ აღიქვამენ თავიანთ კაცად. მარგველაშვილს უფრო ნდობით უყურებენ და კიდევ რამდენიმე ადამიანს კოალიციიდან.

 

სამწუხაროდ, ამერიკელებს ჯერ კიდევ თავიანთ კაცებად მიაჩნიათ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი. სანამ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა, ირაკლი ღარიბაშვილს ვინ იცნობდა? თითქმის არავინ, მას ურთიერთობა არ ჰქონია ამერიკის სპეცსამსახურებთან, ამ მხრივ, გაცნობითი სამუშაო უნდა შეასრულოს ირაკლი ალასანიამ", - ამბობს ხაბურძანია.

 

უშიშროების ყოფილი მინისტრი იხსენებს ასევე გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებულ, ნაკლებად ცნობილ დეტალებს:

 

"მე ის მახსოვს, როცა თარჯიმნად დაგვყვებოდა უცხოეთში. მაგალითად, ერთხელ უსაფრთხოების ჯგუფი ვიყავით ამერიკაში - იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, იყო გია ბარამიძე, პეტრე მამრაძე, ავთო იოსელიანი, ვალერი ჩხეიძე და ასე შემდეგ. რაღაც პროგრამა გაგვაცნეს და იქ სათარჯიმნო-საოფიცრო საქმიანობას ახორციელებდა მარგველაშვილი ამერიკული ორგანიზაციების მხრიდან. ბუნებრივია, მასაც ჰყავდა თავისი ლობი და ეტყობა, ახლაც იქიდან ხდება მისი წაქეზება. 

მარგველაშვილს მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს ამერიკელებისგან, ამდენს ვერ "გაბედავდა".

 

ეს ადამიანი ძალიან ბევრს იცნობს, ძირითადად ისეთებს, რომლებიც სამოქალაქო სექტორში მუშაობენ. ვგულისხმობ ამერიკულ ორგანიზაციებს. მოდი, სიტყვა "თარჯიმანს" ნუ გავაუფასურებთ, მარგველაშვილს თავისი ფუნქციები ჰქონდა. მაგალითად, მე ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა "აირაი", "ენდიაი", "იუსაიდი" და სხვები, სპეცსამსახურებად ვთვლი. ვინც სპეცსამსახურს მხოლოდ სახელმწიფო უწყებას ეძახის, ძალიან ცდება.

 

ამ არასამთავრობო სტრუქტურებს დავალებული აქვთ, მოიპოვონ ინფორმაცია თავიანთი ქვეყნისთვის, გააანალიზონ ეს ინფორმაცია, გადაიბირონ ხალხი და ასე შემდეგ. მე ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩამოვთვალე, არ არიან ამერიკის სპეცსამსახურების დავალებების შემსრულებლები. თუ არ ვცდები, როცა ჩვენ ამერიკაში ერთად წავედით, მარგველაშვილი "ენდიაის" ოფისში მუშაობდა", - ამბობს ინტერვიუში ვალერი ხაბურძანია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !