სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების ფორუმზე უშუალოდ დამსაქმებლები გაესაუბრებიან

Image

თბილისში დასაქმების მორიგი ფორუმი ჩატარდება.

 

 

ღონისძიება 20 სექტემბერს ექსპოჯორჯიაში მე-4, მე-5, მე - 6 პავილიონში უნდა გაიმართოს.

 

სამუშაოს მაძიებლებს დამსაქმებლებთან პირადად შეხვედრა 10:00-დან 18:00-საათამდე შეეძლებათ.

 

მანამდე კი, მათ სპეციალურ ბაზაში რეგისტრაციის გავლა მოუწევთ.

 

დასაქმების მსურველებმა რეგისტრაცია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე უნდა გაიარონ, სადაც სპეციალური სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ.

 

ამ ეტაპზე დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მიღება 25 200 დასაქმების მსურველს შეეძლება. როგორც კი სისტემაში ამ რაოდენობის რეგისტრაცია დაფიქსირდება რეგისტრაციის ვადაც ამოიწურება. რეგისტრაცია მაქსიმუმ 19 სექტემბრის 00:00 საათამდე გაგრძელდება.

 

რაც შეეხება დამსაქმებლებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმზე მონაწილეობას მიიღებს: თბილისის მასშტაბით მოქმედი 150-მდე მსხვილი საწარმო და პროფესიული განათლების 10-მდე კოლეჯი.

 

მათ შორის, პოტენციური დამსაქმებლები იქნებიან: სადაზღვევო კომპანია „GPI”, თბილისის მეტროპოლიტენი, , „ნატახტარი“, სასტუმრო „ამბასადორი“, „ჯეოსელი“,„პალიტრა მედია“, „ ავერსი“, „კოკა-კოლა“, ბანკი „რესპუბლიკა“და.ა.შ.

 

სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“ დასაქმების ფორუმზე დაახლოებით 150 ვაკანსიით გამოვა. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელმა თეა მახარაძემ განუცხადა, ვაკანსიები საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც გაყიდვების ისე ადმინისტრაციულ მიმართულებას.

 

მათ შორის კომპანიას ძირითადად მუდმივი თანაშრომლები ესაჭიროება, თუმცა, ვაკანსიები გამოცხადებულია დროებით თანარომლობეზეც.

 

„გვესაჭიროება საცალო გაყიდვების სპეციალიტი, ოფისის მენეჯერი, ქოლ-ცენტრის ოპერატორი, დაზღვეულთა მომსახურების მენეჯერი, ასევე სტაჟიორი საოპერაციო სამსახურში. მინიმალური ხელფასი ფიქსირებულს რაც შეეხება არის 200 ლარი, მაგრამ ამას ემატება ბონუსები.

 

მაქსიმალური ხელფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ ამ რიცხვს ვერ დაგისახელებთ, თუმცა, საშუალო ხელფასი 500 ლარი იქნება“,- აცხადებს თეა მახარაძე და აღნიშნავს, რომ ახალი თანამშრომლები არამარტო თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით სჭირდებათ.

 

ბანკ „რესპუბლიკაში“ კი აცხადებენ, რომ დასაქმების ფორუმზე 4 ვაკანსია ექნებათ გამოტანილი, ესენია: მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების ოფიცერი, საცალო მომსახურების ოფიცერი, მოლარე ოპერატორი და ქოლ - ცენტრის თანამშრომელი.

 

„თუ გამოცდილება ექნება და ჩვენს პირობებს დააკმაყოფილებს შესაძლებელია პირდაპირაც ავიყვანოთ, მაგრამ ძირითადად სარეზერვო პოზიციებია. თუმცა, სარეზერვო არ ნიშნავს, რომ სახლში სხედან და გველოდებიან.

 

სარეზერვო თანამშრომლებს ვამუშავებთ დღიურად სხვადასხვა ფილიალებში. ისინი ცვლიან სხვა თანამშრომლებს შვებულების, დეკრეტის, ბიულეტენზე გასვლის დროს“,- აცხადებს ბანკის ადამიანური რესურსების მართვის ბიზნეს პარტნიორი მარი წიწინაძე.

 

მისივე თქმით, ვაკანსიის შემთხვევაში სწორედ სარეზერვო ჯგუფიდან ხდება თანამშრომლების შერჩევა.

 

რაც შეეხება კომპანია „ნატახტარს“, აქ ვაკანსიების ზუსტი ოდენობა განსაზღვრული არ აქვთ. კომპანიაში აცხადებენ, რომ დასაქმების ფორუმზე მონაწილეობას მონაცემთა ბაზის შესავსებად მიიღებენ.

 

„შევავსებთ მონაცემთა ბაზას ჩვენთვის საინტერესო კანდიდატებით.  ხელფასს რაც შეეხება, ის განისაზღვრება პიროვნების თანამდებობიდან და გამოცდილებიდან, ამიტომ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით“,- აცხადებენ „ნატახტარში“.

 

დასაქმების ფორუმი მიმდინარე წლის აპრილშიც ჩატარდა. მასში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა მსურველმა მიიღო. ფორუმის მეშვეობით დასაქმების რამდენიმე მაგალითის შესახებ „კომერსანტისთვის“ ცნობილია. სტუდენტები ნიკოლოზ მეცხვარიშვილი და ნინი ნიკოლაძე მიკროსაფინანსო კომპანია „კრედოში“ დასაქმდნენ.

 

როგორც ნიკა მეცხვარიშვილი აცხადებს, ფორუმზე რეზიუმეს წარდგენის შემდეგ რამდენიმე გასაუბრება გაიარა, რის შემდეგაც კომპანიაში სტაჟიორად აიყვანეს. მისივე თქმით, სტაჟირების შემდეგ საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ კომპანიამ მუდმივ შტატიან თანამშრომლად დაიქირავოს.

 

20 სექტემბერს დაგეგმილ ფორუმზე დარეგისტრირებულ დასაქმების მსურველებს ფორუმზე მისვლისას უნდა ჰქონდეთ სარეგისტრაციო ბარათი და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტი ასევე რეზიუმეს(CV) რამდენიმე ეგზემპლარად ამობეჭდილი ვერსია.

 

დასაქმების ფორუმზე რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ მისამართზე: www.ssa.gov.ge, ასევე რეგსიტრაციის გავლა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის ტერიტორიულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისში.

 

http://commersant.ge/

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !