სიგუა: მინისტრიც და მეც საპატრიარქოში ვიყავით დაბარებული, გვაშანტაჟებდნენ, ბიზნეს-მოთხოვნები ჰქონდათ...

Image

ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა „ბიზნესკურიერში“ აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირებს კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებით თავიანთი ბიზნესმოთხოვნები ჰქონდათ და მათგან დიდი ნაწილი ვერ გაიტანეს, რადგან ნიკიტა მარშუნოკის წინააღმდეგობას წააწყდნენ.

 

გიორგი სიგუა აცხადებს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე გახსნილ სავაჭრო ობიექტებში „სნოს“ ექსკლუზიურად შეტანას არა თავად კომპანია, არამედ სასულიერო პირები ითხოვდნენ.

 

სიგუა ასევე აცხადებს, რომ საპატრიარქოში, სადაც მინისტრიც და თვითონაც დაიბარეს, სასულიერო პირები აშანტაჟებდნენ და სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით იმუქრებოდნენ:

 

"ვუთხარი, რა თქვენი საქმეა-მეთქი. ანტიდისკრიმინაციული კანონი გვაქვს მიღებული, მეუბნებოდნენ ამას გავაჟღერებთ. ჩემზე არ იქონია ამან გავლენა, მაგრამ ამან გავლენა იქონია გიორგი კვირიკაშვილზე. მას შემდეგ რაც მინისტრი საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდა, მითხრა, რომ ჯობია ჩვენ ეს ღონისძიება ჩავშალოთ და ჩავატაროთ სხვა ღონისძიება, რაზეც უარი ვუთხარი“.

 

"მინისტრი დაიბარეს და მეც დამიბარეს საპატრიარქოში, მქონდა შეხვედრები ეპისკოპოსებთან და მეუფეებთან, იერარქიაში კარგად ვერ ვერკვევი, მითხრეს, ეს არ უნდა ჩატარდესო, ეს იქნება სოდომი და გომორი, ეს საქართველოს წაართმევს ანაკლიას და ამიტომ დაკარგა უკრაინამ ყირიმი, რომ იქ ტარდება კაზანტიპი.

 

მშვიდად მოვუსმინე, ვუთხარი ჩემი არგუმენტები, ავუხსენი ყველაფერი, ვითომ ერთ მომენტში დაიჯერს, შემდეგ ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა, არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. ზეწოლა იყო, ნამდვილად არ მინდა მთელი ეკლესია გავაკრიტიკო, მაგრამ იქ არიან სასულიერო პირები, რომლებიც ნამდვილად არ იქცევიან როგორც  სასულიერო პირები“, - ამბობს სიგუა.  

 

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით ნიკიტა მარშუნოკსა და ეკლესიას შორის შეთანხმებაც კი შედგა ფესტივალზე მხოლოდ "სნოს" შეტანასთან დაკავშირებით, თუმცა, მოგვიანებით ეკლესიას სხვა მოთხოვნები გაუჩნდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

 

"სნოს სურდა, რომ ისინი წყლის ექსკლუზიური გამყიდველები ყოფილიყვნენ, რაც იყო საკმაოდ ძვირადღირებული ლოტი, სნო ამას ღებულობდა აბსოლუტურად უფასოდ, ეს იყო მათი მოთხოვნა, რომ წყალი მათ უნდა გაეყიდათ. შევთანხმდით, ეკლესია ითხოვდა "სნოს" შემოტანას. თვითონ სასულიერო პირები ითხოვდნენ, ჩვენ უნდა შემოვიტანოთ "სნო"-ო. თავად კომპანია კი არ მოსულა. ეს გაიტანეს, მაგრამ შემდეგ სხვა რაღაცეებიც მოითხოვეს და წარმოიშვა ნიკიტა მარშუნოკსა და მათ შორის ბიზნეს დაპირისპირება, თქვენ რა გგონიათ, სასულიერო პირები არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, ფირმები აქვთ, ბიზნეს აწარმოებენ, გადასახადებს არ იხდიან", - ამბობს ის. 

 

კომპანია "აქვა გეო" "სნოს" ბრენდის ქვეშ სასმელ წყალს 2009 წლიდან აწარმოებს. საჯარო რეესტრის მონცემებით, კომპანიის 80% –ს ვახტანგ ლიპარტიანი, ხოლო 20%–ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარო ფლობს. კომპანიის დირექტორია დავით გიგაია. 

 

„ნეტგაზეთის“ მიხედვით

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !