-
2014-09-10 13:01
ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ჩანქსელიანების ოჯახში შეჭრის შემდეგ თავდამსხმელებმა ოჯახის წევრები ჩაკეტეს, ცემეს, პირი სკოჩით აუკრეს და უთოთი დამწვრობა მიაყენეს.
ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტრო“ იტყობინება. ტვ-ს ცნობით, დაზარალებული ოჯახი კამერებთან საუბარს ერიდება, თუმცა, ჟურნალისტმა შეძლო მეზობლების ჩაწერა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ოთხი საათის განმავლობაში ოჯახის წევრები ჩაკეტილი ჰყავდათ, სცემეს, ხოლო დიასახლისს ფეხი მოტეხეს და მიიმალნენ მას შემდეგ, რაც სახლიდან თანხა და ძვირფასი ნივთები წაიღეს.