-
2014-09-08 04:22
რუსი ჟურნალისტი, რადიოსადგურ "Говорит Москва"-ს მთავარი რედაქტორი სერგეი დორენკო ვლადიმირ პოზნერთან გადაცემაში ამბობს, რომ საქართველო რუსეთის მშვენებაა და რომ ქართველები "დიდი, მხიარული ბავშვები არიან, რომლებიც სადღეგრძელოებისთვის არიან გაჩენილი".
მისი თქმით, საქართველოს აქვს შანსი, დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთო, მხოლოდ ერთი პირობით - შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში. "ჩვენ მხოლოდ აღმოსავლეთ კახეთისა და სამეგრელოს გათავისუფლება დაგვჭირდება და სულ ეგაა...", - ამბობს დორენკო, ხოლო პოზნერის შეკითხვაზე - "ჯარები უნდა შევიყვანოთ და ეგრე, ხომ?"; "ჰო, დაახლოებით ასე...".
"საქართველო რუსეთის მშვენებაა, მაგრამ ნახეთ, ახლა რა დღეში არიან, მათკენ გახედვაც კი არ მოგინდება, საცოდავებისკენ...", - ამბობს დორენკო, რასაც პოზნერიც ნაწილობრივ ეთანხმება: "იცით, ვიყავი იქ ერთი წლის წინ და ნამდვილად, ეს ის არ არის, რაც იყო, მაგრამ..."
გადაცემა "პოზნერი", რომელსაც სერგეი დორენკო სტუმრობდა, ეთერში 2014 წლის ივნისში გავიდა.