რუსეთის ნაკრების ექსმეკარე: პუტინს დასცინიან - რა საჭიროა გამარჯვების აღლუმი, ის სახელმწიფო 30 წელია აღარ არსებობს

Image
რუსეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, სტენლის თასის გამარჯვებული ილია ბრიზგალოვი აშშ-ში ცხოვრობს და championat-თან ინტერვიუში რუსეთიზე და გაუქმებულ გამარჯვების აღლუმზე ისაუბრა.

 

- ამერიკაში პროპაგანდა როგორ მუშაობს?
- აქ ის ერთპოლუსიანი არ არის. როგორც ვხედავ, პუტინს უკვე აბსოლუტურად არაფერი არ შეუძლია ქვეყნისთვის გააკეთოს. ხალხს ელაპარაკები - ყველა იცინის. ეს საშიშია, როდესაც მოქალაქეები სახელმწიფოს პირველ პირს დასცინიან.

 

- ტრამპსაც დასცინიან?
- მე არ დავცინი. აქ 50% მისი წინააღმდეგია, 50% მხარს უჭერს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ ერთი წლის ან კიდევ ოთხი წლის შემდეგ მას სხვა
 
შეცვლის.

- საინტერესოა თქვენი აზრი იმაზე, თუ რატომ მოხდა რუსეთში უკიდურესობიდან უკიდურესობამდე შეცვლა?
- იმიტომ, რომ რუსეთში ერთმანეთისთვის ყველას მიუფურთხებია. აი, რაშია პრობლემა! ოჯახისა და მეგობრებისთვის მზად არიან მთვარე ციდან ჩამოიტანონ, ოდნავ გვერდზე გახვალ და ფეხებზე ჰკიდიათ, რაც ხდება. მგლებივით ცხოვრობენ. ერთმანეთს პატივს არ სცემენ, უტიფრობაზე უტიფრობით პასუხობენ, ხალხს შორის მხოლოდ ღვარძლია.

 

- ყველა განცალკევებულია, საერთო მიზანი არ არსებობს.
- ადამიანობა დაკარგეს. იმავე ვეტერანებს მხოლოდ 9 მაისის წინ იხსენებენ, თუმცა მთელს ქვეყანაში მხოლოდ 10 მათგანიღა დარჩა. სამაგიეროდ - გამარჯვების აღლუმი, ომი, გამარჯვებულები, ყირიმი და ა.შ.

 

- წელს გამარჯვების აღლუმს არ ჩაატარებენ. თვლით თუ არა, რომ ასეთი მასშტაბური აღლუმის ყოველ წელს ჩატარება ნამეტანია?
- და რა საჭიროა გამარჯვების აღლუმი? ჩვენ სადღაც წარსულში გავიჭედეთ, სულ უკან ვიყურებით, ამ დროს კი წინ უნდა ვმოძრაობდეთ. ყველას ბაბუები და წინაპრები იბრძოდნენ, ნაწილი ფრონტიდან ვერ დაბრუნდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, რამდენი წელი გავიდა, ჩვენ კი წარსულში გავიჭედეთ.

- ამ ომმა კარდინლურად შეცვალა სამყარო.
- ყველაფერი უკვე კარგა ხანია შეიცვალა, გამარჯვებული სახელმწიფო 30 წელია აღარ არსებობს. ომში სსრკ-ის ყველა რესპუბლიკა მონაწილეობდა, მაგრამ რატომღაც არსად ჩვენსავით არ აღნიშნავენ. ხალხი დღევანდელი დღით ცხოვრობს, ხვალინდელი პრობლემებით. იხსენებენ, რომ ეს საშინელება იყო და უნდა ეცადონ, აღარასოდეს არ განმეორედეს. გამარჯვება რატომ უნდა ვიზეიმოთ? რაზე გამარჯვება? დავამარცხეთ ფაშიზმი, მაგრამ რა არის ამაში სასიხარულო? რომ ამდენი ხალხი დაიღუპა? და აი, თქვენ იგორ ტალკოვი - "სადაც გმირები არიან, იქ ვეტერანები მონებზე უარესად ცხოვრობენ".

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !