
ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, პელეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს.
იგი გასულ წელს საავადმყოფოში მოხვდა და ექიმებმა მას საშარდე გზების ინფექციის დიაგნოზი
დაუსვეს.
79 წლის პელეს ჯანმრთელობას ისიც ართულებს, რომ მას გადაადგილება აღარ შეუძლია და შშმ
პირებისთვის განკუთვნილი ეტლით გადაადგილდება.
21 წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მან 1 281 გოლი გაიტანა და ეს შედეგი დღემდე რეკორდულია.