-
2020-01-31 23:33
ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს. ის სერბეთის დროშის ქვეშ
იბრძოლებს.
ინფორმაცია დათუნაშვილისთვის სერბეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ სერბეთის ჭიდაობის
ფედერაციის პრეზიდენტმა, ზელკო ტრაიკოვიჩმა გაავრცელა, რომელმაც განაცხადა, რომ დათუნაშვილი რომში
დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მომხდარ დაპირისპირებას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის
პრეზიდენტ, გეგა გეგეშიძეს შორის, მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
2019 წლის 11 იანვარს გამართული ადგილობრივი ჩემპიონატის დროს, ქართველ მოჭიდავეს გეგეშიძემ სახეში
მუშტი უთავაზა, ეს ინციდენტი სასამართლოში სარჩელის შეტანით გაგრძელდა.
„თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ - ამის
შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ მოჭიდავე ზურაბ
დათუნაშვილმა 2019 წლის იანვარში განუცხადა.