ვანესა ბრაიანტმა ავიაკატასტროფაში ქმარ-შვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ Instagram-ზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა.
„მე და ჩემს გოგოებს გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მილიონობით ადამიანს, რომელმაც ამ საშინელ პერიოდში ჩვენს მიმართ მხარდაჭერა და სიყვარული გამოავლინა. მადლობა თქვენი ლოცვისთვის, რომელიც ძალიან გვჭირდება.
ჩვენ სრულიად განადგურებულები ვართ ჩემი ძვირფასი ქმრის, კობის მოულოდნელი დაკარგვით, ჩვენი შვილების არაჩვეულებრივი მამის და ჩემი მშვენიერი ქალიშვილის ჯიანას გარდაცვალებით.
ჩვენ ასევე ვიზიარებთ იმ ადამიანების დარდს, რომლებმაც კვირას თავიანთი ახლობელი ადამიანები დაკარგეს.
არ გვყოფნის სიტყვები იმ ტკივილის აღსაწერად, რასაც ახლა განვიცდით. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ. ჯერ არ ვიცი, რა გველოდება: მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა ჩვენ ვიღვიძებთ ყოველ დღე და ვცდილობთ, წინ წავიდეთ, რადგან კობი და ჩვენი პატარა ჯიჯი გზას გვინათებენ. ჩვენი მათდამი სიყვარული უსასრულოა"- წერს ვანესა ბრაიანტი.