
კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ შეიქმნა პეტიცია, რომელიც
ითხოვს ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცთა პროფესიონალურ საკალათბურთო ლიგას NBA-ს ლოგო შეეცვალოს
და მასზე ბრაიანტის გამოსახულება დაიტანონ.
მას ამ დროისათვის 1,500,000-მდე ხელმომწერი ჰყავს.
ჯერ-ჯერობით უცნობია განიხილავს თუ არა NBA პეტიციის მოთხოვნას.