თბილისის „დინამო“ ლეგენდების თასის ფინალში 5:2 დამარცხდა.
ქართველი ვეტერანების გუნდიდან გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ცქიტიშვილმა გაიტანეს.
თბილისის მერმა და გუნდის კაპიტანმა, კახა კალაძემ ფინალი ტრავმის გამო გამოტოვა. ასევე, ტრავმის
გამო ვერ ითამაშა ფინალური შეხვედრა „ჰერტას“ შემადგენლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
ვეტერანების თასის ფინალი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა.