-
2019-12-27 14:06
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იგორ კონონოვმა რუსულ გამოცემა sport-express-ს ინტერვიუ მისცა და ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზეც ისაუბრა.
"ჯანოს ყველაფერი წინ აქვს - ის მხოლოდ 27 წლისაა. ანანიძემ საკუთარი პოტენციალი და საფეხბურთო ღირსებები ჯერ ვერ გამოავლინა. მან ადრე დაიწყო თამაში, მიიღო სერიოზული ტრავმა.
იცით, დავაკვირდი და ასეთი დასკვნა გავაკეთე: რუსეთიდან და მისი სამეზობლო ქვეყნის წარმომადგენელი ფეხბურთელები გვიან ღვინდებიან, გამოცდილებას იძენენ, იწყებენ ფიქრს, რომ წლები გადის და თავს რაღაც უნდა მოუხერხონ.
მხოლოდ 27-28 წლის ასაკში აანალიზებენ იმას, თუ როგორ უნდა იმუშაონ და ამის შემდეგ იხსნებიან სრულიად. მიმაჩნია, რომ ჯანო ერთ-ერთი მათგანია", - აღნიშნა კონონოვმა.