
NBA-ს ესპანურენოვანმა ვერსიამ წერილი ევროლიგის იმ კალათბურთელებზეგამოაქვეყნა, რომლებსაც მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში დაბრუნება ან პირველად გადასვლა შეუძლიათ.
სტატიის ავტორი ხერარდ სოლე თორნიკე შენგელიაზე წერს: შენგელიამ თავისი თამაშით ფორმის პიკს უწია და გუნდის აბსოლუტური ლიდერია. 22 წლის ასაკში "ბულსსა" და "ნეთსში" უასპარეზია, ახლა კი ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავია. "ბასკონიაში" ის ბოლომდე იბრძვის, საუკეთესო დროება უდგას ფანტასტიკური მაჩვენებლით - საშუალოდ მატჩში 18. ქულა, 6. მოხსნა და მარგი ქმედების 20-იანი კოეფიციენტი.
ის უკანასკნელ სეზონებში სტაბილურობით გამოირჩევა, თან მიმდინარე სეზონში სტატისტიკა მაქსიმალურად გააუმჯობესა: სამქულიანების ტყორცნები 42%-მდე და ასე აუცილებელი საჯარიმოები 52%-დან 75.4%-მდე.
შენგელიას ოსტატობა ტემპსა და სივრცეში ევროპაში უნიკალურია და როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი თავისუფალი აგენტისთვის, ზაფხულში NBA-ს კარი მისთვის შეიძლება კვლავ გაიღოს"-აღნიშნა სოლემ.